მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.
8 ივნისი, ორშაბათი. ამ დღეს მთვარე მართავს. კლებადი მთვარე თხის რქის ნიშანშია.
მოსალოდნელია საქმეები ხელმძღვანელობასთან, ზოგადად, უფროსებთან. არ არის გამორიცხული საქმეების დამუხრუჭება, დაბრკოლებების გაჩენა.
რეკომენდებულია საქმეების წინასწარ დაგეგმვა, ხანგრძლივი მუშაობის დაწყება, შრომითი დისციპლინის დაცვა. ხელსაყრელი დღეა უფროსი თაობის გავლენიან პირებთან ურთიერთობისთვის, მშენებლობისთვის, უძრავი ქონების ყიდვა–გაყიდვისთვის.
არახელსაყრელი დღეა სამუშაოზე მოწყობის, ხელმძღვნელობისადმი მიმართვის, კრედიტების მიღებისთვის.
თმის შეჭრა, შეღებვა: თუ უახლოეს პერიოდში ცხოვრების კარდინალურად შეცლას გეგმავთ, ახალი ვარცხნილობა ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ, სხვა შემთხვევაში, სჯობს, შეჭრაზე უარი თქვათ.
კოლეგებსა და ნათესავებთან ურთიერთგაგების მიღწევისთვის უპრიანი იქნება თმის ქერად ან წითურ ფერად შეღებვა. შეგიძლიათ ვარცხნილობაში მკვეთრი ყვითელ–წითელი ტონების შეტანა – ეს მზის მძლავრი ენერგიის მოზიდვაში დაგეხმარებათ.
მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის ივნისი>>
მებაღეობა: მთვარე თხის რქის ნიშანში საშუალოდ ნაყოფიერია ბაღში მუშაობისთვის. ის უზრუნველყოფს კარგ მოსავალს, რომელიც დიდხანს და კარგად ინახება, თუმცა, ნაყოფი საშუალო ზომისაა. კარგი დღეა ხეებისა და ბუჩქების დარგვისთვის, მრავალწლოვანი ყვავილების გაყოფა და დარგვისთვის, მცენარეების მორწყვისთვის.
