„კინწისკვრით ხართ გასაყრელი“ - შალვა ნათელაშვილმა ვაკელებს მიმართა

© photo: Shalva Natelashvili / FBშალვა ნათელაშვილი
შალვა ნათელაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სავარაუდოდ, შალვა ნათელაშვილი თბილისის ცენტრალურ რაიონში - ვაკეში - საცობში მოხვდა. იქ უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისი, 8 ივნისი - Sputnik. საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა თავის Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ვაკეში საცობებს უჩივის.

„უკვე ერთი საათია ვაკის უგზო—-უკვლო საცობთა ჯუნგლებში დავხეტიალობთ. ვაკელებო ვინც უთავმოყვარეოდ კიდევ ამ ხელისუფლებას მისცემთ ხმას კინწისკვრით ხარ გასაყრელი ამ ფრონცკი,სვეტური უბნიდან.გფარავდეთ ბიძინა—-კალაძის მადლი“, - დაწერა შალვა ნათელაშვილმა.

სავარაუდოდ, შალვა ნათელაშვილი ვაკეში საცობში მოხდა. ამჟამად ჭავჭავაძის გამზირზე რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარეობს საკომუნიკაციო ჭების შესაბამის ნიშნულზე მოყვანის სამუშაოები, რომლის შემდეგაც დაიწყება ასფალტის საფარის ზედა ფენებში მოწყობა. საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოები ჭავჭავაძის გამზირზე, სავარაუდოდ, 20 ივნისისთვის დასრულდება. სარემონტო სამუშაოების გამო ვაკეში ტრანსპორტის მოძრაობა უკვე რამდენიმე თვეა გართულებულია.

 

ყველა ახალი ამბავი
0