თბილისი, 8 ივნისი - Sputnik. აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 323 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ამავდროულად 228 პაციენტი გამოჯანმრთელდა და კლინიკებიდან გაეწერა, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.
სამწუხაროდ, ექიმებმა ხუთი ადამიანის გადარჩენა ვერ შეძლეს.
თებერვლის ბოლოდან მოყოლებული, აზერბაიჯანში საერთო ჯამში კორონავირუსით ინფიცირების 7876 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 4377 გამოჯანმრთელდა, 93 კი გარდაიცვალა.
COVID-19-ით ინფიცირებული 3406 პაციენტი საგანგებო რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს. მათგან 69 პაციენტის მდგომარეობას ექიმები აფასებენ, როგორც კრიტიკულს, 80 საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის გამოსავლენად 343 391 ტესტირება ჩატარდა.