ძალზე მნიშვნელოვანი დროა იმ თვალსაზრისით, რომ სწორედ ახლა შეიძლება შეიგრძნონ ადამიანებმა ძლიერი სულიერი აღმასვლა. მაგრამ იქნება საშიში დღეებიც, რაზეც ასტროლოგები გვაფრთხილებენ.
ვერძი
ვერძებს კვირის შუა პერიოდში მესაკუთრეობის გრძნობა გაგიმძაფრდებათ. იმისთვის, რომ ურთიერთობები არ გაგიფუჭდეთ, ეჭვიანობაზე უარი უნდა თქვათ. თუ ასე მოიქცევით, შეძლებთ ურთიერთობების გადარჩენას.
ფინანსურ და სამუშაო სფეროში ყველაზე წარმატებული დღეები 8 და 9 ივნისი იქნება. ამ დღეებში შეიძლება ფულის თამამად დახარჯვა, საკუთარი ძალების შემოსავლების მოზიდვისკენ მიმართვა. გასათვალისწინებელია, რომ უქმეებზე თქვენი პროდუქტიულობა შემცირდება, ამიტომ შაბათ-კვირა დაისვენეთ, შეგიძლიათ გარემოც გამოიცვალოთ.
კურო
კარგი იქნება, თუ კუროები ზედმეტად ემოციურ ადამიანებთან ურთიერთობებს მოერიდებით. ამ კვირაში დაძაბული საუბარი ან დავა ასეთ ადამიანებთან, დიდი ალბათობით, თქვენი მხრიდან დიდი ნეგატივის პროვოცირებას მოახდენს. მოერიდეთ ყველას, ვინც აგრესიულია და არანაირ დათმობაზე არ აპირებს წასვლას. ეს ნერვებსა და პოზიტივს შეგინარჩუნებთ.
კოსმოსის გავლენა თქვენზე კვირის ბოლოს ძალზე პოზიტიური იქნება. გელოდებათ ჯადოსნური უქმეები, შეძლებთ კარგ დასვენებას, თუ სურვილი გექნებათ და ფიქრობთ, რომ ეს კმაყოფილებას მოგიტანთ, მუშაობაც შეგიძლიათ.
ტყუპი
ტყუპებისთვის შემოქმედებითი აღმაფრენის პერიოდი იწყება. ეს კვირა ივნისში და მთლიანად ზაფხულში შეიძლება ერთ-ერთ ყველაზე პროდუქტიულ პერიოდად ჩაითვალოს. გელოდებათ წარმატებები საქმიან და ფინანსურ სფეროებში, მაგრამ ამისთვის სიყვარულის დროებით მეორე პლანზე გადაწევა მოგიწევთ. დიდი ალბათობით, ორი კურდღლის გამოდევნება შეუძლებელი იქნება, ასე რომ, ნუ გარისკავთ.
ასტროლოგები გირჩევენ, მეტი ყურადღება მიაქციოთ წვრილმანებს. ყურადღება და სიფრთხილე თქვენი წარმატების გარანტი იქნება.
კირჩხიბი
კირჩხიბებისთვის ეს კვირა არცთუ პოზოტიური ნოტით დაიწყება. ორშაბათს, შესაძლოა, განწყობა გაგიფუჭდეთ და პესიმიზმმა შეგიპყროთ. თუ ორშაბათს მოახერხებთ საბრძოლო განწყობილებისა და ოპტიმიზმის შენარჩუნებას, მთელი კვირა, დიდი ალბათობით, პროდუქტიული იქნება.
განსაკუთრებული წარმატება გელოდებათ კვირის ბოლოს. პარასკევი და შაბათი კვირის ყველაზე პოზიტიური დღეებია. 12 და 13 ივნისისთვის თამამად შეგიძლიათ დაგეგმოთ პაემანი ან გაატაროთ დრო ოჯახთან და მეგობრებთან ერთად.
ლომი
ლომებმა თქვენი ნიჭის განვითარებაზე უნდა იზუნოთ, იდეალური დროა შემოქმედებითი მუშაობისთვის, მოგზაურობისთვის, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღეებისთვის. კვირის დასაწყისი საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდება იმიტომ, რომ სამუშაოში ჩართვა უცბად მოგიწევთ. შესაძლოა, ძალზე მნიშვნელოვანი არჩევნის გაკეთება მოგიწიოთ სასიყვარულო სფეროში. არ არის გამორიცხული, რომ დილემის წინაშე დადგეთ სამსახურშიც.
ასტროლოგები გირჩევენ, გარშემომყოფებს ტყუილად არაფერს დაჰპირდეთ. შუა კვირაში გექნებათ შესაძლებლობა გამოიჩინოთ ინიციატივა და ხელმძღვანელებსა და კოლეგებს თქვენი უნარების მთელი სპექტრი აჩვენოთ. შესაძლოა, მსუბუქ კონფლიქტებს თავი ვერ აარიდოთ, მაგრამ დიდი პრობლემების აცილება ყოველთვის შეიძლება – ამისთვის საკმარისი სიმშვიდე შეინარჩუნოთ.
ქალწული
ქალწულები ძალზე უჩეულო პიროვნებები ხართ, გაქვთ მძლავრი ემპათიის გრძნობა, რაც ადამიანების შეგრძებაში გეხმარებათ. ამ კვირაში თქვენი ეს უნარი კიდევ უფრო მძლავრი გახდება, რაც დაგეხმარებათ, რომ უფრო კარგად გაუგოთ გარშემომყოფებს, მისცეთ მათ მნიშვნელოვანი რჩევები და მხარი დაუჭიროთ. კოლეგებთან და უცნობებთან ურთიერთობებში, სჯობს, ტაქტიანი და თავშეკავებული იყოთ.
არ არის გამორიცხული, რომ თქვენს გეგმებს გარედან დაუჭირონ მხარი. გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც უანგაროდ ან მომგებიანი პირობებით დასახული მიზნების მიღწევაში დაგეხმარებიან. ძალზე კარგი პერიოდია ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის, ფიზიკური ვარჯიშისთვის ან უბრალოდ სუფთა ჰაერზე სეირნობისთვის.
სასწორი
კვირის ყველაზე საშიში დღეებია 13 და 14 ივნისი, კვირის დასაწყისში ძალზე მნიშვნელოვანი იქნება ოპტიმისტური განწყობა. ბედმა, შესაძლოა, უსიამოვნო სიურპრიზი მოგიმზადოთ, ამიტომ ამისთვის მზად უნდა იყოთ.
დანარჩენი დღეები საკმაოდ პოზიტიური და პროდუქტიული იქნება. ძალზე ხელსაყრელი დროა სახლის საქმეებისთვის, ავეჯის გადაადგილებისთვის, საცხოვრებლად სხვაგან გადასვლისთვის. უქმეებზე ასტროლოგები დასვენებას გირჩევენ, თანაც სახლში. შეგიძლიათ უყუროთ ფილმებს, მაგრამ არა ნაღვლიანს, არამედ ისეთებს , რომლებიც თქვენს მოტივაციასა და შთაგონებას აამაღლებენ.
მორიელი
იდეალური კვირაა სასიყვარულო თავგადასავლებითვის და მეორე ნახევრის მოძებნისთვის. ასტროლოგები არ გირჩევენ, რომ გარშემომყოფების რჩევებს დაუგდოთ ყური, რადგან ბედნიერების მათი ხედვა თქვენი ხედვისგან განსხვავდება, სჯობს, ენდოთ ჯანსაღ აზრსა და საკუთარ გამოცდილებას.
ხუთშაბათი და პარასკევი კვირის ყველაზე პოზიტიური დღეებია. ისინი იდელურად მიესადაგება როგორც რომანტიკასა და ფლირტს, ისე მუშაობას სხვადახვა სფეროში. ყველაზე მეტად გაუმართლებს იმას, ვისაც, სამსახურიდან გამომდინარე, ადამიანებთან უწევთ ურთიერთობები. საუბარია კონსულტანტებზე, ფსიქოლოგებზე, მასწავლებლებზე.
მშვილდოსანი
ძალზე მნიშვნელოვანია, რომ კვირის დასაწყისშივე პოზიტიურ ტალღაზე გადაერთოთ. თუ ამას არ გააკეთებთ, შესაძლოა სევდამ შეგიპყროთ, რაც სერიოზულად შეამცირებს თქვენს პროდუქტიულობას. ამ კვირაში თამამად შეგიძლიათ გაემგზავროთ მივლინებებში, მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. შესაძლოა, ორშაბათს ან სამშაბათს თანხის დახარჯვა მოგიწიოთ.
იმისთვის, რომ წარუმატებლობები აირიდოთ თავიდან, ყველა მნიშვნელოვანი საქმე ამ კვირაში უნდა დაასრულოთ. ამისთვის შეგიძლიათ უქმეებიც გამოიყენოთ. ვინც სიყვარულს ეძებს, სჯობს დროებით დაივიწყოს ფლირტიცა და პაემნებიც, ხოლო ის, ვისაც ჰყავს პარტნიორი, უნდა მოერიდოს სკანდალებსა და ჩხუბს
თხის რქა
თხის რქებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური და სამუშაო სფერო გახდება. ამიტომ კვირის პირველივე დღეებში უნდა გადალახოთ ის ბარიერები ცნობიერებაში, რომლებიც ხელს გიშლით გამდიდრებაში და ენერგეტიკას ბლოკავს. გახსოვდეთ, რომ წარმატება პოზიტიური ფიქრებით იწყება, მსგავსი სიტუაცია იქნება სიყვარულშიც. მოგიწევთ საჭირო კილოზე აწყობა.
ადამიანებთან ურთიერთობებში კარგი იქნება, თუ ოპტიმისტურ ტალღაზე აეწყობით, რადგან კოლეგების, მეგობრებისა და ახლობლების მხრიდანაც კი ბევრი კრიტიკა და შენიშვნა შეიძლება მოისმინოთ. ასტროლოგები გირჩევენ, ყველაფერ მოსმენილს მარტივად შეხედოთ.
მერწყული
მერწყულებს როგორც სიყვარულში, ისე საქმეებში კრეატიული აზროვნება დაგჭირდებათ. ეს სასურველის მოზიდვაში დაგეხმარებათ. მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთისგან გამიჯნოთ სამუშაო და დასვენება. კვირის ყველაზე პოზიტიური დღეები 13 და 14 ივნისი იქნება. სჯობს, ამ უქმეებზე კარგად დაისვენოთ და ნაკლებად იმუშაოთ.
სამუშაო დღეებში სერიოზულად უნდა მოეკიდოთ თქვენს ვალდებულებებს. ასტროლოგები გირჩევენ არ იზარამაცოთ და საქმეები სამომავლოდ არ გადადოთ. გაჩნდება ახალი იდეების რეალიზების შესაძლებლობა. ინიციატივიანი მერწყულები ძალზე დიდ წარმატებებს მიაღწევენ.
თევზები
ასრტოლოგები კვირის დასაწყისში სახლის საფუძვლიან დალაგებას გირჩევენ. ხელსაყრელი დღეებია პარასკევი, შაბათი და კვირა, რადგან ვარსკვლავები და პლანეტები ჰარმონიაში იქნებიან.
ეს დღეები შეგიძლიათ გამოიყენოთ გარემოს გამოცვლისთვის, მნიშველოვანი საოჯახო საქმეების გადაწყვეტისთვის. 8-11 ივნისის პერიოდში მიხედეთ სამუშაო ვალდებულებებს და სხვა რამეზე ნუ იფიქრებთ. მოერიდეთ ტოქსიკურ და უასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობებს, რადგან მათი ენერგეტიკა თქვენთვის მძიმე ტვირთი შეიძლება აღმოჩნდეს.