ვალუტის გადამცვლელი პუნქტები მუშაობას უბრუნდებიან: მოთხოვნები და შეზღუდვები

© photo: Sputnikდაკეტილი ვალუტის გადამცვლელი პუნქტი
დაკეტილი ვალუტის გადამცვლელი პუნქტი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
პუნქტებში თანამშრომლებს შორის მინიმუმ ორმეტრიანი მანძილი უნდა იყოს დაცული, სივრცე დღეში რამდენჯერმე სველი წესით უნდა დასუფთავდეს

თბილისი, 7 ივნისი - Sputnik. 8 ივნისიდან ვალუტის გადამცვლელი პუნქტები მუშაობის ნორმალურ რეჟიმს უბრუნდება, შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა 31 მარტიდან შეაჩერა.

სასტუმრო Radisson Iveria  - Sputnik საქართველო
საქართველოში სასტუმროები იხსნება: რეკომენდაციები პერსონალისა და სტუმრებისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს გადამცვლელ პუნქტებს მკაცრად დაიცვას პროფესიონალების რჩევები და რეკომენდაციები, რომლებიც მომსახურების სხვა სფეროების თანამშრომლებისთვის შედგენილი რეკომენდაციების ანალოგიურია.

თანამშრომლებს შორის მინიმუმ ორმეტრიანი დისტანცია უნდა იყოს დაცული, პუნქტის დალაგება სველი წესით დღეში რამდენჯერმე უნდა მოხდეს, ხშირად შეხებადი ზედაპირები ბევრჯერ უნდა გაიწმინდოს.

კედლებზე უნდა განთავსდეს სადეზინფექციო საშუალებები. ყველა თანამშრომელი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხელთათმანებით და პირბადეებით. სამუშაოს დაწყების წინ ყველა თანამშრომელმა უნდა გაიაროს თერმოსკრინინგი.

„ერთობლივი ქმედებებით, ჩვენ სწრაფად შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მუშაობას იწყებს - წესები და მგზავრობის საფასური >>

ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ასოციაციის მონაცემებით, ქვეყანაში 800 პუნქტია რეგისტრირებული, სადაც 3000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

ყველა ახალი ამბავი
0