რა შემთხვევაში აღუდგენენ ბალდის ურჩ არქიმანდრიტს მღვდელმსახურების ჩატარების უფლებას

© Sputnik / Nika Latariaმიტროპოლიტი გრიგოლ კაცია
მიტროპოლიტი გრიგოლ კაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფელ ბალდის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა ათინოგენემ ლოცვებში პატრიარქის მოხსენიებაზე უარი თქვა

თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. ჭყონდიდისა და მარტვილის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლ კაცია ბალდის ეკლესიის წინამძღვარს მამა ათინოგენეს საღმრთო ლიტურგიის ჩატარების უფლებას მაშინ აღუდგენს, როცა სასულიერო პირი მიტევებას ითხოვს და უწმინდესს ლოცვებში მოიხსენიებს.

ასე გამოეხმაურა მეუფე გრიგოლ კაცია მის ეპარქიაში შემავალი ბალდის ეკლესიის წინამძღვრისთვის საღმრთო ლიტურგიის შეჩერება-აღდგენის საკითხს.

„არქიმანდრიტი ათინოგენე აღიკვეცა პატრიარქის ლოცვა კურთხევით, მღვდლად აკურთხეს პატრიარქის ლოცვა კურთხევით, იღუმენობის ხარისხი მიანიჭეს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით. ბალდის ეკლესია დაარსდა პატრიარქის ლოცვა კურთხევით. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ პატრიარქს საქართველოს ფარგლებს გარეთაც იხსენიებენ ლოცვებში. გამოდის ერთი არქიმანდრიტი ბალდაში და ამბობს - ვერ მოვიხსენიებო. ეს  არის დიდი შეცდომა, დანაშაულია და ეს ისჯება კანონით“, - განაცხადა მეუფე გრიგოლ კაციამ.
სამცხე-ჯავახეთში სომხური ეკლესიის ტერიტორიაზე სამარხები დააზიანეს - Sputnik საქართველო
სამცხე-ჯავახეთში სომხური ეკლესიის ტერიტორიაზე სამარხები დააზიანეს

სოფელ ბალდის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარს, ჭყონდიდისა და მარტვილის ეპისკოპოსმა მეუფე გრიგოლ კაციამ ღვთისმსახურება 29 მაისს შეუჩერა.

სასულიერო პირის განცხადებით, მიზეზი გახდა მისი განცხადება რომლის მიხედვითაც სასულიერო პირი საღმრთო ლიტურგიისას ლოცვებში პატრიარქს არ მოიხსენიებს, ვიდრე სიმართლე არ გაირკვევა. მისი თქმით, ბალდის არქიმანდრიტს ამ ეტაპზე მღვდლის წოდება შენარჩუნებული აქვს, მაგრამ არ აქვს უფლება ჩაატაროს მღვდელმსახურება.

„თუ მეტყვის, მოვიხსენიებ წირვებზე პატრიარქს და იტყვის შემინდეთო, დაუბრუნდება უფლება“, - განაცხადა მეუფე გრიგოლ კაციამ.

ნიკა პატარია

ყველა ახალი ამბავი
0