მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი 100 წლის გახდა

© photo: Georgian Veterans / FBმეორე მსოფლიო ომის ვეტერანი 100 წლის გახდა
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი 100 წლის გახდა

 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვეტერანი ქალბატონი იყო მედდა და ლენინგრადის ბლოკადის მონაწილე, სადაც ასობით ჯარისკაცს და მშვიდობიან მცხოვრებს დახმარება გაუწია

თბილისი, 7 ივნისი - Sputnik. გორის მცხოვრებს, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, ლიდია ნემსაძე 100 წლის გახდა, ნათქვამია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადებაში.

ომის დაწყების მომენტში ლიდია ნემსაძე სტუდენტი იყო და ფრონტზე მოხალისედ წავიდა.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე: თითქმის არ არის ოჯახი, რომელსაც მეორე მსოფლიო ომში მსხვერპლი არ გაუღია

„ახალგაზრდა გოგონა მედდა გახლდათ; იგი ლენინგრადის ბლოკადის მონაწილეა. ომის დამთავრებამდე არ მიუტოვებია ქალაქი და ასობით ჯარისკაცისა თუ მშვიდობიანი მოქალაქისთვის აღმოუჩენია დახმარება. ქალბატონი ლიდია, ომის დასრულების შემდეგ, ისევ თავის მშობლიურ გორს დაუბრუნდა და მრავალი წელი თავის საყვარელ საქმეს ემსახურა“, - ნათქვამია განცხადებაში.

გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარიშვილმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსმა, ზვიად საბაშვილმა ვეტერანს იუბილე მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს, მათ შორის ვაუჩერი 1000 ლარზე.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0