თბილისში საველე გეოლოგიური კვლევები მიმდინარეობს

© photo: National Enviromental Agency / FBსაველე გეოლოგიური კვლევების პირველი ეტაპი თბილისში
საველე გეოლოგიური კვლევების პირველი ეტაპი თბილისში  - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვლევების საბოლოო შედეგები მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურული ობიექტების მდგრადობას და მოსახლეობის დაცვას მოსალოდნელი სტიქიური გეოლოგიური პროცესებისგან.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. თბილისის ტერიტორიაზე საველე გეოლოგიური კვლევები ჩატარდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა კლიმატის მწვანე ფონდის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში საველე გეოლოგიური კვლევების პირველი ეტაპი განახორციელეს.

სამუშაოები ყველა სახის გეოლოგიური პროცესის საველე პირობებში იდენტიფიცირებას გულისხმობს. კვლევების საფუძველზე მომზადდება გეოლოგიური საფრთხეების მონაცემთა ბაზა, კატალოგი და ზონირების რუკა, შესაბამისი გეოლოგიური ანგარიშით.

კვლევები ითვალისწინებს გეოლოგიური საფრთხეების მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებას და მიღებული საბოლოო შედეგები ხელს შეუწყობს როგორც ინფრასტრუქტურული ობიექტების მდგრადობას, ისე მოსახლეობის დაცვას მოსალოდნელი სტიქიური გეოლოგიური პროცესებისგან.

პირველი ეტაპი მტკვრის მარცხენა სანაპიროს მოიცავს.

ყველა ახალი ამბავი
0