„სასულიერო პირებმა 12 წლის ბავშვი ხეზე ჩამოკიდეს და აწამებდნენ“ - სკანდალური ვიდეო

CC BY-SA 4.0 / Wikipedia / ანატორის აკლდამა
ანატორის აკლდამა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი სკანდალური ფაქტები საპატრიარქოს ირგვლივ - სასულიერო პირი, რომელიც საკუთარ ვინაობას არ ამხელს, სკანდალურ ვიდეოზე საუბრობს

თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. ერთ-ერთ ეპარქიაში სასულიერო პირებმა 12 წლის ბავშვი ხეზე ფეხებით ჩამოკიდეს და აწამებდნენ, განაცხადა ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ სასულიერო პირმა.

სასულიერო პირმა, რომელმაც გადაცემაში საკუთარი სახის გამოჩენა არ ისურვა, აღნიშნა, რომ ბავშვის წამების დაახლოებით 20-წამიანი ვიდეო, მას გარემოს დაცვის სამსახურის ერთ-ერთი ყოფილი თანამდებობის პირმა აჩვენა, ამჟამად ეს პირი სავარაუდოდ უცხოეთში იმყოფება. 

„ვიდეოში ვნახე, რომ სასულიერო პირებს ბავშვი ფეხებით ჰყავდათ ჩამოკიდებული, ეუბნებოდნენ ლეკვი შენ მოიპარეო და თან სცემდნენ. ეს ბავშვი ტიროდა, იქნებოდა 12-13 წლის... როცა ჩუმდებოდა, სავარაუდოდ გული მისდიოდა, ერთ ვედრო წყალს ასხამდნენ და მერე მოვიდოდა გონზე და ისევ სცემდნენ“, - აცხადებს მღვდელმსახური.

როგორც ტელეწამყვანმა გადაცემის დაწყებისას განაცხადა, მისი სტუმარი სასულიერო პირი ამჟამად უცხოეთში მსახურობს, თუმცა წლების წინ საქართველოში ერთ-ერთ ეკლესიაში მსახურობდა.

ყველა ახალი ამბავი
0