20 წლის ბიჭმა Facebook-გვერდები გატეხა და 28 ათას ლარამდე თაღლითურად მიითვისა

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიფეისბუკის ლოგოტიპი
ფეისბუკის ლოგოტიპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს სასჯელის სახით ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თბილისი, 6 ივნისი - Sputnik. სამართალდამცველებმა თაღლითობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ბრალდებით თბილისში 20 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პერსონალური  მონაცემების დაცვა კომპიუტერში - Sputnik საქართველო
კომპანიის თაღლითური სქემა: რამდენი მოქალაქე გაება Mazilla.ge-ს მახეში?

უწყების ცნობით, ბრალდებულმა 2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის მაისამდე პერიოდში უნებართვოდ შეაღწია მოქალაქეების Facebook-გვერდებზე, განახორციელა მათ მეგობრებთან მიმოწერა, რომლებიც შეცდომაში შეიყვანა და საკუთარ ანგარიშზე, მოტყუებით ჩაარიცხინა სხვადასხვა ოდენობის თანხა.

„ბრალდებული ასევე, მოტყუებით დაეუფლა მათი საბანკო პლასტიკური ბარათების მონაცემებს და ანგარიშებზე არსებული თანხები საკუთარ ანგარიშზე გადაირიცხა“, - ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული დანაშაულებრივი გზით ჯამში 25 მოქალაქის კუთვნილ 27 546 ლარს დაეუფლა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე, 284-ე და 286-ე მუხლებით მიმდინარეობს (თაღლითობა, კომპიუტერულ სისტემაში არაერთგზის უნებართვო შეღწევა, არაერთგზის კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა). დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0