სამართლიანობის გარეშე არ არსებობს მშვიდობა: ჯორჯ ფლოიდს ასობით ადამიანი გამოემშვიდობა

გამოწერა
მინეაპოლისში ჯორჯ ფლოიდის გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართა, რომელიც დაკავებისას პოლიციელის დაუდევრობას შეეწირა.

მინეაპოლისის უნივერსიტეტთან North Central ასობით ადამიანი მივიდა, რათა პატივი მიეგო ფლოიდის ხსოვნისათვის. ცერემონიის მსვლელობისას ადგილზე მისულები სკანდირებდნენ ფრაზას „სამართლიანობის გარეშე არ არსებობს მშვიდობა!“

ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ აშშ-ში საპროტესტო ტალღამ იფეთქა, რომელიც ბევრ ქალაქს მოედო, შემდეგ კი მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა.

ყველა ახალი ამბავი
0