Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მერე დაგტოვე, მაპატიე, ლენო...“ – გოგონას გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა

© Photo: George Gvarjaladze / FBგიორგი გვარჯალაძე
გიორგი გვარჯალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლენო გვარჯალაძე საბურთალოზე ერთი წლის წინ, გვიან ღამით კორპუსის მეშვიდე სართულიდან მაისში გადავარდა. მისი დედა ცნობილი ტელეწამყვანი ლულუ კახიანია.

თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. დღეს ერთი წელი შესრულდა მას მერე, რაც ცნობილი ტელეწამყვანის ლულუ კახიანისა და მუსიკოსი გიორგი გვარჯალაძის უფროსმა შვილმა ლენო გვარჯალაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ეს მშობლების ჩანაწერებია, რომლებიც ამ დღეს მიუძღვნეს:

ლულუ კახიანი: „ყველაზე საშინელი დღე დადგა. იქ ვზივარ, სადაც ერთი წლის წინ შენ იჯექი. მაშინ კიდევ გიცემდა გული, ბოლოჯერ ჩაგეხუტე და გითხარი მიყვარხარ. და შენ მიპასუხე „მეც, დე“. და მერე დაგტოვე. ვერ დაგიცავი... მაპატიე, ლენო... ეს შენი ბოლო ფოტოა. ახლაც იღიმი? მხედავ? გრძნობ, როგორ ვნანობ ყოველ უთქმელ სიტყვას, ყოველ გადაუდგმელ ნაბიჯს? რამდენი ახალი თავგადასავალი გექნებოდა ამ ერთ წელიწადში, რამდენი სიხარული და იმედგაცრუება. თმა ისევ მოკლედ გექნებოდა? ახალ ტატუსაც დაიმატებდი. ჩემთან იქნებოდი. ჭრილობა მოუშუშებელია. ტკივილი მოუნელებელი. სიცარიელე ამოუვსებელი. დრო არ კურნავს. დრო გაჩერდა. ლენო, როგორ მიყვარს შენი სახელი და შენ“.

გიორგი გვარჯალაძე: „რა მალე გავიდა ერთი წელი თქო, ნინის ვუთხარი დღეს. არა, ჩემთვის არ გავიდა მალეო. არაფერს ვგრძნობ, აღარც ტკივილს, ცარიელი ვარ, აღარ ვარსებობ“.

ლენო გვარჯალაძე საბურთალოზე გვიან ღამით კორპუსის მეშვიდე სართულიდან გადავარდა.

ყველა ახალი ამბავი
0