თბილისი, 5 ივნისი - Sputnik. ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში მედიაში ჟურნალისტებად გაფორმდნენ და საშვები მიიღეს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაური ოპოზიციის ბრალდებებს გამოეხმაურა საშვების გაცემასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია ახლობლობით ადამიანების არათანაბარ პირობებში ჩაყენება.
„ოპოზიციასა და ოპონირებას ძალიან დიდ პატივს ვცემ. „ჯიგრულ პონტშიო, გახარიამ თქვა კორუფციაზეო“ და სინამდვილეში ეს ვთქვი საშვის დაშვებაზე. ეს ჩვენი ოპოზიცია, რომელთაც ეს თქვეს, თურმე ანგელოზები არიან. ზუსტად ვიცი, ბევრი მათგანი საშვის მოსაპოვებლად, „ჯიგრულ პონტში“ მედიაში გაფორმდა, როგორც ჟურნალისტმა მიიღო ეს საშვი და მერე მოძრაობდა ამ საშვით. რაც შეეხება ფარცხალაძეს: ის იყო დაჯარიმებიული“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, „ჯიგრულ პონტში“ საშვების დაშვება და მსგავსი ქმედებები მისთვის მიუღებელი და ამორალურია.