თეა წულუკიანი: გიორგი გახარია 31 ოქტომბერს ჩვენ გუნდს გამარჯვებამდე მიიყვანს

© Sputnik / Alexander Imedashviliთეა წულუკიანი
თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრა.
თეა წულუკიანი: გიორგი გახარია 31 ოქტომბერს ჩვენ გუნდს გამარჯვებამდე მიიყვანს
„გუშინ გავრცელდა ყალბი ინფორმაცია, თითქოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მიდის თანამდებობიდან. ეს არის ე.წ. ფეიკ-ნიუსი. არავინ არსად არ მიდის. ბატონი გიორგი გახარია არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც მიიყვანს ჩვენ გუნდს საბოლოო გამარჯვებამდე, რომელიც 31 ოქტომბერს შედგება. ეს იქნება გუნდი, რომელიც არა მხოლოდ პანდემიას დაამარცხებს, არამედ სახელისუფლებო გუნდი, რომელიც ისევ დაამარცხებს დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნებით იმ პრობლემას, რომელსაც ჰქვია ფეიკ-ნიუსების შემქმნელი ოპოზიცია და მათი მედიასაშუალებები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრის განმარტებთ, უწყების არც ერთი ჩინოვნიკი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

ყველა ახალი ამბავი
0