Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

თამო ვაშალომიძეს მომავალი შვილის მამამ უზარმაზარი ვარდები აჩუქა– როგორ გამოიყურება წყვილი?

© Photo: Tamo Tamo Vashalomidze / FBთამო ვაშალომიძე
თამო ვაშალომიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თამო ვაშალომიძე შეყვარებულია. მისი შვილის მამასთან დაშორებისა და დიდი პაუზის შემდეგ მან მორიგი სიყვარული იპოვა. ნახეთ, როგორ გამოიყურება სკანდალური ფოტომოდელის პარტნიორი.

დრამატულად დასრულებული სასიყვარულო ურთიერთობების მიუხედავად, თამო ვაშალომიძე საკუთარ თავში ძალას პოულობს და ცხოვრებას თავიდან იწყებს. რამდენიმე წლის წინ თამოს საზოგადოებისთვის უცნობი მამაკაცი შეუყვარდა, რომელმაც არ ისურვა კამერების წინ გამოჩენა. ცოტა ხნის შემდეგ ფოტომოდელმა აღნიშნა, რომ საყვარელ მამაკაცთან ურთიერთობა იმის გამო დაეძაბა, რომ მას ოჯახი, ცოლ-შვილი ჰყავს.

View this post on Instagram

♥️

A post shared by Tamo Vashalomidze (@tamovashalomidze) on

მიუხედავად აღნიშნული პრობლემებისა, სკანდალურმა თამომ მამაკაცს ქალიშვილი სოფია აჩუქა. მათი ურთიერთობა მყარი არ გამოდგა. წყვილის სიყვარული პატარა სოფიას დაბადებამაც არ გაამყარა. მამაკაცი პირველ ცოლსა და ოჯახს დაუბრუნდა. თამომ კი ახალი სიყვარულის ძიება დაიწყო. ახალი წყვილი ერთად რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა. მამაკაცის გარეგნობამ უამრავი ქალბატონი აღაფრთოვანა. როგორც ჩანს, თამო ვაშალომიძის ახალი პარტნიორი კამერებს არ უშინდება და მათ მალე ქართული ტელესივრცის რეიტინგულ გადაცემებში ვიხილავთ.

View this post on Instagram

♥️

A post shared by Tamo Vashalomidze (@tamovashalomidze) on

„ახლა გავგიჟდები! თქვენი შვილი იქნება სასწაულად ლამაზი. გილოცავთ კიდევ ერთხელ!“, „რა კარგები ხართ! უბედნიერესია ეგ ბიჭი!“, „თამო, ეს ის არის ამდენი ხანი რომ ველოდებით გამოჩენას?“, „გილოცავ ძვირფასო და ლამაზო თამო! შენ დიდ ბედნიერებას იმსახურებ!“ – ასეთი გულახდილი სიტყვებით ეხმაურებიან თამოს აქტიური „ფოლოვერები“ ახალ მეორე ნახევართან ერთად გამოჩენას.

View this post on Instagram

#stayhome 💞🥰

A post shared by Tamo Vashalomidze (@tamovashalomidze) on

თამო ვაშალომიძის ახალი პარტნიორი აკა სამხარაძეა. ის ბიზნესმენია, რომელიც სამედიცინო სფეროში საქმიანობს. თამო ვაშალომიძის განცხადებით, ისინი რამდენიმე თვეა, რაც ერთმანეთს ხვდებიან, ერთმანეთს მოულოდნელად შეხვდნენ და შეუყვარდათ. ფოტომოდელის განმარტებით, ბიზნესმენი მას საჩუქრებითა და ულევი ყურადღებით ანებივრებს, რის გამოც მათი ურთიერთობა უფრო და უფრო მყარდება. შეყვარებული ქალის განებივრება სურათებზეც შეიმჩნევა. აკა სამხარაძესთან ერთად გამოქვეყნებულ უკანასკნელ ფოტოზე კარგად ჩანს მისი დამოკიდებულება საყვარელი ქალისადმი. ახალგაზრდა ბიზნესმენმა ფოტომოდელს წითელი ვარდების უზარმაზარი თაიგული მიართვა. აშკარაა, რომ ვაშალომიძე ახლა განსაკუთრებულად ბედნიერია.

რამდენიმე თვეა თამო ვაშალომიძე საზოგადოებას სექსუალური ხასიათის ფოტოებს აღარ უზიარებს. ამჯერად ფანების ყურადღება არა მისმა მკერდმა ან დაზღვეულმა უკანალმა, არამედ გაუჩინარებამ და დროებითმა პაუზამ მიიქცია. სავარაუდოდ, ამის მიზეზი მისი ახალი პარტნიორია. სკანდალური ფოტოსესიები, თოქ-შოუებში ინტიმურ თემებზე ხმამაღლა საუბარი, გამომწვევი ჩაცმულობა და ინტრიგებით აღსავსე პირადი ცხოვრება – ეს თამო ვაშალომიძის პოპულარობის გზა და მეთოდებია. საქართველოში მისი ქაოსური ცხოვრება უამრავ ადამიანს აინტერესებს. ფოტომოდელმა ყველაფერს გულახდილად მოჰფინა ნათელი, საზოგადოებამ კი მხოლოდ ის ვერ გაარკვია, თუ ვინ არის თამოს შვილის მამა.

ყველა ახალი ამბავი
0