მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ მოულოდნელად გოგონა გააჩინა. საზოგადოებისთვის ეს ამბავი სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან არავინ იცოდა, რომ მომღერალი ორსულად იყო და თანაც, ამერიკაში იმყოფებოდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მომღერალი გოგონას დედა გახდა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
View this post on Instagram
მრავალ ნომინაციაში გამარჯვებული მომღერალი საზღვარგარეთის დიდ სცენებს სირთულეების გარეშე იპყრობს. მან რამდენიმე პროექტის ჟიურის წევრობა მოხდენილად შეითვისა და ერთ-ერთი გამორჩეული და სამართლიანი წევრი გახდა. 2017 წელს ულამაზესი მომღერალი საუკეთესო მომღერალ ქალად აღიარეს სიმღერით „მაპატიე“.
სოფო ნიჟარაძე 1986 წლის 6 თებერვალს დაიბადა. ის მომღერალი, მსახიობი და სიმღერების ავტორია. დაამთავრა ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო გიმნაზია (ნიჭიერთა ათწლედი). შეასრულა ჯულიეტას როლი მიუზიკლ „რომეო და ჯულიეტას“-ს რუსულენოვან ვერსიაში. 2010 წლის მაისში წარადგინა საქართველო ევროვიზიის კონკურსზე სიმღერით „Shine“, ქულათა საერთო ჯამში მე-9 ადგილზე გასვლით.
დაამთავრა რუსეთის თეატრალური ხელოვნების აკადემია. მისი განსახიერებული როლებია: ვარდო – „ვერის უბნის მელოდიები“ (მიუზიკლი), ქეთო – „ქეთო და კოტე“ (მიუზიკლი) – რეჟ. დ. დოიაშვილი, ჯულიეტა – „რომეო და ჯულიეტა“ (მიუზიკლი) (მოსკოვის სახელმწიფო ოპერეტის თეატრი), ქეთევანი – „ჩხიკვთა ქორწილი“ (მიუზიკლი), ესმერალდა –“პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“ (მიუზიკლი).