საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი კლუბის გარეშე დარჩა

© photo: Merab Sharikadze / FBმერაბ შარიქაძე
მერაბ შარიქაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
როდესაც გაზაფხულის დასაწყისში პანდემიის გამო საყოველთაო თვითიზოლაცია დაიწყო, მორაგბემ გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ არ გააგრძელა კონტრაქტი კლუბ „ორიაკთან“ (Aurillac), რომელიც მეორე ფრანგულ დივიზიონში (Pro D2) ასპარეზობს და ის ამჟამად ახალი გუნდის ძიებაშია. ამის შესახებ განცხადება „ორიაკის“ ოფიციალურ Facebook-გვერდზე გავრცელდა.

„გვსურს მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ნაკრების კაპიტან მერაბ შარიქაძეს, რომელმაც ჩენი გუნდის შემადგენლობაში ექვსი სეზონი გაატარა და შემდგომ კარიერაში წარმატებას ვუსურვებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

რაგბი - Sputnik საქართველო
რუსეთის რაგბის ნაკრებს საქართველოს ნაკრებთან მატჩის გამართვა სურს

აღსანიშნავია, რომ 27 წლის შარიქაძემ „ორიაკის“ დატოვების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გაზაფხულის დასაწყისში მიიღო, როდესაც COVID-19-ის პანდემიის გამო საყოველთაო თვითიზოლაცია დაიწყო.

„ჯერჯერობით არ ვიცი, სად გავაგრძელებ კარიერას. პანდემიის გამოცხადებამდე იყო რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ ახლა ყველაფერი შეჩერდა, არავინ იცის, როდის განახლდება ჩემპიონატები, კლუბები ფრთხილობენ. ძებნა გრძელდება, მაგრამ ეს კომპლექსური საკითხია, და ჩემი ტრანსფერის ბედი ეროვნული ნაკრების მწვრთნელებთან და ექიმებთან შეთანხმებულად გადაწყდება“, - განაცხადა შარიქაძემ გამოცემა rugger.ingo-სთან ინტერვიუში.

ამ დროისათვის შარიქაძე მუხლებზე ჩატარებული ოპერაციების შემდეგ რეაბილიტაციას გადის. მორაგბეს მყესები დაუზიანდა შარშან, იაპონიაში გამართული მსოფლიო თასის დროს.

რა წესები უნდა დაიცვან სპორტსმენებმა - შემუშავდა ახალი პროტოკოლი >>

„ორიაკში“ ჩატარებული ექვსი სეზონის განმავლობაში შარიქაძემ კლუბის შემადგენლობაში 77 მატჩი გამართა და ცხრა შედეგიანი გადაცემის ავტორი გახდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში შარიქაძემ გამართა 66 მატჩი (აქედან 64 სასტარტო შემადგენლობაში) და 62 ქულა დააგროვა.

ყველა ახალი ამბავი
0