მარნეულში შვიდი ახალი სკოლა შენდება

© photo: Anaklia Port / FBმაია ცქიტიშვილი
მაია ცქიტიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სკოლებს მუნიციპალური განვითარების ფონდი იმ მუნიციპალიტეტში აშენებს, სადაც სულ ახლახან მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებდა.

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. მარნეულის მუნიციპალიტეტში შვიდ ახალ სკოლას აშენებენ და ახლო მომავალში  რიგით მერვე სკოლის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა. 

მეტროს სადგურს პოლიცია აკონტროლებს - Sputnik საქართველო
დაიწყება თუ არა სკოლებში სწავლა სექტემბერში – ჯანდაცვის მინისტრის პასუხი

უწყების პირველი პირი მარნეულში იმყოფებოდა და მშენებლობის პროცესს და ახალი სასწავლო წლისთვის სკოლების სამზადისს ადგილზე გაეცნო.

„განათლების სისტემის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მუნიციპალური განვითარების ფონდი მარნეულში შვიდ სკოლას აშენებს და მალე მერვე სკოლის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისი სიტყვებით, მუნიციპალური განვითარების ფონდი მთელი ქვეყნის მასშტაბით 59 სკოლას აშენებს და 80-ზე მეტი სკოლის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს.

მშენებარე სკოლები თანამედროვე სტანდარტებს პასუხობენ – საკლასო ოთახების გარდა, იქნება ლაბორატორიები, სააქტო დარბაზები, სპორტული დარბაზები და მოედნები, სასადილოები და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, გასულ წელს ქვეყნის მასშტაბით 600 სკოლის სარემონტო სამუშაოები დაფინანსდა. წელს სკოლების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისთვის 400 მლნ ლარია გამოყოფილი.

ყველა ახალი ამბავი
0