მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პანდემიას ახალი კატასტროფა მოჰყვება: ჯანმო გაფრთხილებას ავრცელებს

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიჯანმოს შტაბბინა
ჯანმოს შტაბბინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და გაეროს ჯანდაცვის სააგენტოში შიშობენ, რომ ანტიბიოტიკების ხშირი გამოყენება უახლოეს მომავალში კატასტროფულ შედეგებს მოიტანს.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. გამომდინარე იქიდან, რომ COVID-19-ის წინააღმდეგ დიდი რაოდენობით ანტიბიოტიკები გამოიყენება, ეს გააძლიერებს ბაქტერიულ რეზისტენტობას და გაზრდის სიკვდილიანობას უახლოეს მომავალში, აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში. 

ანტიბიოტიკები - Sputnik საქართველო
გაერო: ანტიბიოტიკებისადმი მედეგი ბაქტერიები ყოველწლიურად 10 მლნ კაცს იმსხვერპლებს

როგორც ჯანმოს გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეიესუსი ამბობს, ანტიბიოტიკებისადმი მედეგობას სულ უფრო საშიში რაოდენობის ბაქტერიული ინფექციები იჩენს, რომლებიც მანამდე ჩვეულებრივ იკურნებოდა ამ ტიპის პრეპარატებით.

„აშკარაა, რომ მსოფლიო კარგავს უნარს, გამოიყენოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ანტიმიკრობული პრეპარატები“, —  განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ჯანმოში აღნიშნეს, რომ რეალურად COVID-19-ით ინფიცირებულთაგან მხოლოდ მცირე ნაწილს ესაჭიროებოდა ანტიბიოტიკების მიღება. ორგანიზაციამ სახელმძღვანელოც კი გამოსცა მედიკოსებისთვის, რათა ექიმებს ტყუილუბრალოდ არ დაენიშნათ ანტიბიოტიკებით მკურნალობა მათთვის, ვისაც COVID-19 მსუბუქი ფორმით უვითარდებოდა.

იხილეთ თვალსაჩინო გრაფიკა: ფრთხილად, ანტიბიოტიკია!

ტედროს გებრეიესუსი ამბობს, რომ ანტიმიკრობული პრეპარატებისადმი მედეგობა — ეს „თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალური გამოწვევაა“.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ იმ დროს, როდესაც ზოგი ქვეყანა ანტიბიოტიკებს შეუსაბამოდ დიდი რაოდენობით მოიხმარდა, შედარებით დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრეპარატების დეფიციტი იყო, რასაც „არაერთი სიკვდილი მოჰყვა“.

 

ყველა ახალი ამბავი
0