გიორგი გახარია – „ფეიკ-ნიუსების“ სამიზნე თუ თანამდებობიდან გადადგომის რეალური კანდიდატი?

© photo: Giorgi Gakharia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პრემიერ-მინისტრისა და სხვა მინისტრების თანამდებობიდან შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. ეს მცდარი ინფორმაცია, ე.წ. ფეიკ-ნიუსია, არავინ არსად არ მიდის, ბატონი გახარია არის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ჩვენს გუნდს არჩევნებზე საბოლოო გამარჯვებამდე მიგვიყვანს, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მან პრემიერ-მინისტრის შესაძლო გადადგომის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

წულუკიანის სიტყვებით, ყველა მინისტრი თავის ადგილზე რჩება და სამთავრობო გუნდი დეზინფორმაციის პირველწყაროს წინააღმდეგ ბრძოლას დაიწყებს. 

„ქართული ოცნების მთავარი ოფისი - Sputnik საქართველო
არსად წასვლას არ აპირებს: მმართველ პარტიაში უარყოფენ ჭორებს პრემიერის გადადგომის შესახებ

„ეს იქნება გუნდი, რომელიც არა მარტო პანდემიაზე გაიმარჯვებს, ქვეყანას მოუტანს არა მარტო უვიზო რეჟიმს, არამედ დიდ ევროინტეგრაციამდე მიიყვანს. ეს იქნება ასევე სახელისუფლებო გუნდი, მთავრობა, პარლამენტი, რომელიც დემოკრატიული არჩევნებით კვლავ გაიმარჯვებს იმ სერიოზულ პრობლემაზე, რომელსაც „ფეიკ-ნიუსების“ შემქმნელი ოპოზიცია და მათი მასმედია ჰქვია“, – განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა ასევე უარყო გავრცელებული ხმები პარლამენტის სპიკერის ან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ.

უკვე რამდენიმე დღეა ქართულ მედიასაშუალებებში პერმანენტულად ვრცელდება ინფორმაცია გიორგი გახარიას და მთავრობის რამდენიმე მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.

 

ყველა ახალი ამბავი
0