Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ვირის შემდეგ გია ჯაჯანიძე სამსახურში უცნაური მანქანით მივიდა – ფოტო

© FB / Giorgi Jajanidzeგია ჯაჯანიძე: ნუ დამათვლევინებთ, ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი
გია ჯაჯანიძე: ნუ დამათვლევინებთ, ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გია ჯაჯანიძე ექსტრავაგანტულ გამოსვლებს არ წყვეტს. მისი თითოეული გადაწყვეტილება სულ უფრო და უფრო მრავალფეროვნდება. „სამსახურში მოვედი“ – რა მანქანა ჰყავს შოუმენს?

გია ჯაჯანიძის ცხოველებისამდე განსაკუთრებული სიყვარული მის ინტერვიუებშიც შეიმჩნევა, მაგრამ სოციალურ ქსელში ეს განსაკუთრებულად თვალშისაცემი გახდა. გარდა ამისა, რამდენიმე ხნის წინ ის გადაცემის „სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად“ გადაღებაზე ტელეკომპანიის ეზოში ვირით მივიდა, რომელიც მას საშობაოდ აჩუქეს. ტელესახემ ვირს კოკროჭინა დაარქვა. ვირის ჩოჩორი გიას კოლეგებმა და შემოქმედებითმა ჯგუფმა უსახსოვრეს.

View this post on Instagram

მთელი სერიოზულად უნდა შეიცნო ადამიანი, დააკვირდე ყველა მის ქცევას, ხასიათს, მდგომარეობას და მიდგომას. ისაუბრე მასთან ბევრი, მოუსმინე ყურადღებით, გაიგე მის შესახებ ყველაფერი, რით ცხოვრობს და როგორ ცხობრობს, გაიგე მისი წრისა და მეგობრების შესახებ. ამ ყველაფრის შემდეგ შეგიძლია დაუახლოვდე. ნაადრევმა და ნაჩქარევმა ურთიერთობამ შეიძლება სერიოზულად დაგაზიანოს და დაგაზარალოს. არ შეიძლება ყველასთან ურთიერთობა, განსკუთრებით თუ ადამიანი ჭკუა მხიარულია, ბევრს ლაპარაკობს და ტრაბახობს. თუმცა, არსებობენ დახვეწილი, გონიერი, სანდომიანინი სახის კეთილგანწყობილი ნაძირალა ადამიანები. ფრთხილად.

A post shared by Giorgi Jajanidze (@jajanidze.g) on

ამჯერად კი მწვანე ფერებში გამოწყობილი ჯაჯანიძე ამ არაორდინარული პიკაპით ცდილობს სამსახურამდე მიღწევას. მანქანას კი ტანსაცმლის ფერები შეუხამა. უცნობია, თუ ვისია აღნიშნული ავტომობილი, თუმცა გია ჯაჯანიძის მიზანს წინ ვერაფერი აღუდგება. თავად შეაფასეთ გიას ექსტრავაგანტული არჩევანი – როგორ მოგწონთ ასეთი გადაადგილების საშუალება?

View this post on Instagram

A post shared by Giorgi Jajanidze (@jajanidze.g) on

უკვე რამდენიმე კვირაა, გია ჯაჯანიძეს ახალი გადაცემის სცენარი არ დაუწერია და სტუმრები არ მოუწვევია. ეს ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ მსოფლიოში კორონავირუსი მძვინვარებს და ყველაფერი პარალიზებულია, მათ შორის თოქ-შოუების ჩაწერაც. ამიტომ გია ჯაჯანიძემ ალტერნატიულ ხერხს მიმართა და თაყვანისმცემლების წინაშე ლექსით წარდგა. ტელეწამყვანმა „ფოლოვერები“ სოციალური ქსელის გარშემო გააერთიანა და პოზიტიური პოსტების გამოქვეყნებას არ წყვეტს. მათ შორის არის უკანასკნელი „ინსტაგრამ-სთორი“. „სამსახურში მოვედი“ – მწვანე მანქანის ფონზე გადაღებულმა სურათმა განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. საინტერესოა, როგორ მართავს ამ უზარმაზარ მანქანას ჯაჯანიძე...

გია (გიორგი) ჯაჯანიძე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახეა ქართულ ტელესივრცეში. მსახიობობით დაწყებული კარიერა მყარი არ გამოდგა და ჯაჯანიძემ ბედი ტელევიზიაში სცადა, და საკმაოდ წარმატებითაც. მისი თქმით, რთული ცხოვრება ჰქონდა. სტუდენტობის პერიოდში ხშირად საჭმლის ფულიც კი ენატრებოდა. თუმცა, ამჟამად უზრუნველყოფილი ცხოვრება აქვს და ახლა გია ჯაჯანიძე ამერიკასა და ევროპაში ყოველ შვებულებაზე უპრობლემოდ მიემგზავრება. მართალია, პანდემიამ ყველაფერი შეაჩერა, თუმცა გია მხიარულ მეგობრებთან ერთად დაუვიწყარ გართობას საკუთარი სახლის ეზოშიც ახერხებს.

ყველა ახალი ამბავი
0