შეერთებულ შტატებში რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები მძვინვარებს მას შემდეგ, რაც მინეპოლისში პოლიციას 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი შემოაკვდა დაკავებისას.
თავდაპირვველად მშვიდობიანი აქციები მალე არეულობაში გადაიზარდა, რასაც თან ახლავს მასობრივი ძარცვა და პოლიციასთან შეტაკებები მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ბევრი შტატის გუბერნატორი და ქალაქების მერები იძულებული გახდნენ, კომენდანტის საათი შემოეღოთ და ეროვნული გვარდიაც ჩაერთოთ არეულობის აღსაკვეთად.