COVID-19 საქართველოში: გამოჯანმრთელებულთა რიცხვი იზრდება

© photo: AFP 2020 / MARCO BERTORELLOტესტები
ტესტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 801 ადამიანს დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა 644 პაციენტი. პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე გარდაიცვალა 13 ადამიანი.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საქართველოში COVID-19-სგან ერთ დღე-ღამეში ოთხი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ნათქვამია სამთავრობო ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 801 ადამიანს დაუდგინდა, აქედან 644 გამოჯანმრთელდა. ამგვარად, ქვეყანაში გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა ამჟამინდელ ინფიცირებულებს ოთხჯერ აჭარბებს. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 13 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2424, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 304 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

ყველა ახალი ამბავი
0