თბილისი, 3 ივნისი - Sputnik. ბაგებში სროლის შედეგად დაშავებული ორი პირი ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან სროლა რამდენიმე საათის წინ იყო. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 117-ე და 237-ე მუხლებით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას მისაკუთრების მიზნით ან გამოძალვას გულისხმობს.