ლეიკემიით დაავადებულმა ამერიკელმა სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში ქართული სუფრა ინატრა

© AFP 2024 / VASILY MAXIMOVპაციენტი
პაციენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი გულისამაჩუყებელ ისტორიას აქვეყნებს, რომლის წაკითხვის შემდეგ ემოციებს ვერ შეიკავებთ.

თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. სოციალური ქსელის მომხმარებელი ნიკო ქელბაქიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ჰყვება, როგორ დაეხმარა საქართველოს საელჩო მისი ამერიკელი მეგობრის მეგობარს ოჰაიოში, ლეიკემიით დაავადებულ ამერიკელს, როდესაც ის სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში ქართულ სუფრას ნატრობდა.

პანდემიის გამო ნიკომ მის მეგობარ ფილიპს, რომლის მეგობარსაც ლეიკემია დაუდგინეს, ურჩია ქართული სამზარეულოს მონატრების ამბავი ერთ-ერთ ჯგუფში დაეპოსტა, რის შემდეგაც მას ამერიკაში საქართველოს ელჩი გამოეხმაურა და მას ქართული კერძები გაუგზავნეს.

ნიკო ქელბაქიანი მადლობას უხდის საელჩოს, ელჩს, მზარეულს და მის დელეგაციასაც, რომლებიც ვაშინგტონიდან დეიტონში ჩავიდნენ (8-10 საათის გზაზე), რათა ფილიპის მეგობრისთვის ოცნება აეხდინათ.

სოციალური ქსელის მომხმარებლები ისტორიით აღფრთოვანდნენ და საუკეთესო სურვილებს არ იშურებენ კომენტარებში ამ ადამიანებისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0