საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

© photo: Sputnik / Alexey Mayshev / გადასვლა მედიაბანკშიტესტირება კორონავირუსზე
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოჯანმრთელდა 640 ადამიანი, გარდაიცვალა – 13, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2424, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 304 პაციენტია.

თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსი 800 ადამიანს დაუდგინდა, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.   

გამოჯანმრთელდა 640 ადამიანი, გარდაიცვალა – 13, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2424, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 304 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

ყველა ახალი ამბავი
0