მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უცხოპლანეტელების ძებნა სექტემბერში ოფიციალურად იწყება – გადაწყვეტილება მიღებულია

© Pixabay / WikiImagesობსერვატორიის ტელესკოპი
ობსერვატორიის ტელესკოპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩინელი მეცნიერები შემოდგომაზე მსოფლიოს უდიდესი რადიოტელესკოპით არამიწიერი ცივილიზაციების ძებნას დაიწყებენ.

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. მსოფლიოს ყველაზე მძლავრი რადიოტელესკოპი ტიანიანი (თარგმანში „ციური სარკმელი“), რომელიც ჩინეთის პროვინცია გუანჩჟოუში მდებარეობს, სექტემბრიდან არამიწიერი ცივილიზაციების სიგნალების ძებნას დაიწყებს, იუწყება ჩინური გამოცემა Science and Technology Daily.

​გიგანტური ტელესკოპის მთავარი ამოცანებია ბნელი მატერიის შეცნობა, გალაქტიკების ფორმირებისა და ევოლუციის შესწავლა და ასევე სხვა სამეცნიერო მისიები. შემოდგომიდან კი ამ ჩამონათვალს უცხოპლანეტელების ძიებაც დაემატება. 

ტელესკოპის აგებაზე, რომელიც 500-მეტრიან ღრმულში მდებარეობს, 185 მლნ დოლარი და 26 წელი დაიხარჯა. 

ოკეანე - Sputnik საქართველო
ოკეანეში უცხოპლანეტელთა პირამიდა-ხომალდი აღმოაჩინეს: ვრცელდება ფოტო-ვიდეო თანამგზავრიდან

ირკვევა, რომ ჩინელმა მეცნიერებმა არამიწიერი ცივილიზაციების სიგნალები ჯერ კიდევ ორი წლის წინ მიიღეს, მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში დანადგარი მხოლოდ სატესტო რეჟიმში მუშაობდა.

როგორც სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელი ჩჟან ტონჯი განმარტავს, უცხოპლანეტელების ძებნის გამო სხვა სამეცნიერო მისიების წარმოება არ შეწყდება.

მისი თქმით, თუ ის არამიწიერი ცივილიზაციები, რომლებიც კოსმოსში სიგნალებს გზავნიან, საკმაოდ ახლოს მდებარეობენ „ფოსტის“ მისაღებად, მაშინ ტელესკოპი, რომელსაც მეორენაირად FAST-საც უწოდებენ (Five hundred meter Aperture Spherical Telescope), მკვეთრად გაზრდის მათი აღმოჩენის შანსებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0