წვიმა, შტორმი, წყალდიდობა – როდემდე გაგრძელდება უამინდობა

© Sputnik / Olga Kiknavelidzeშავი ზღვის სანაპირო
შავი ზღვის სანაპირო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წვიმიან და საკმაოდ გრილ ამინდს პროგნოზირებენ. მთიან ზონაში შესაძლებელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები განვითარდეს.

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 6 ივნისამდე ცვალებადი ამინდია ნავარაუდევი – უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი სეტყვა, იუწყება გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო.

მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შავ ზღვაზე კი 2–3 ბალიანი შტორმია ნავარაუდევი.

ძლიერი ნალექის გამო მთის ზონებში შესაძლებელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები განვითარდეს.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება აღინიშნოს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0