რაზე სწყდება შვილებისგან ყველაზე მეტად გული ლევან რატიანს

© photo: Levan Ratiani / FBლევან რატიანი
ლევან რატიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენისთანავე თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე  გადავიდა – ექიმები ბრიგადებად დაიყვნენ და ორკვირიანი ვადით მორიგეობენ.

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა, რომელიც კორონავირუსის გამოვლენის პირველივე დღეებიდან კოლეგებთან ერთად ბრძოლის წინა ხაზზეა, საკუთარი ცხოვრებისა და მუშაობის ბოლო თვეებზე ისაუბრა და დანანებით განაცხადა, რომ შვილები მას როგორც მამას ვეღარ აღიქვამენ.

მისი სიტყვებით, ოჯახში მესამე შვილის გაჩენა იმიტომ გადაწყვიტეს, რომ ბავშვი მეუღლესთან ერთად თავად აღეზარდა, თუმცა გამოვიდა ისე, რომ იგი სამ თვეზე მეტია არ უნახავს. 

სამედიცინო აღჭურვილობა კორონავირუსის სამკურნალოდ - Sputnik საქართველო
რომელ ჯაჭვს უკავშირდება კორონავირუსის ახალი შემთხვევები საქართველოში

„ამ სამთვიანი პაუზის შემდეგ ბავშვი პირველად შაბათს ვნახე და უნდა ვთქვა, რომ თავიდან ძალიან გაოცებული მიყურებდა. მაგრამ, იმედია, მერე და მერე შევეჩვევით ერთმანეთს. სამი შვილი მყავს, მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, არც ერთი მათგანი არ აღმიქვამს როგორც ოჯახის წევრს, თუმცა სამივე მე მგავს. ღამე ძალიან გვიან მივდივარ სახლში და დილით ძალიან ადრე გამოვდივარ. შუათანა ცოტა სხვანაირი ბავშვია და ჩემზე ამბობს – „ის კაცი მოვიდა, ღამღამობით რომ დადისო“, – განაცხადა ლევან რატიანმა POSTV-ს ეთერში.

პანდემიის დროს ექიმები ახალი რეალობის წინაშე, უიარაღო ომის ეპიცენტრში აღმოჩნდნენ, როდესაც ექიმებმა არ იცოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ და როგორ დაეცვათ საკუთარი თავი.

„კლინიკაში კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში 67 ადამიანი მყავდა – ექიმები, მედდები და ა.შ. თითქმის ყველა ჩემი სტუდენტია, ამიტომაც დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ჩვენს კლინიკაში 90% თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტია და ძალზე რთულია სხვისი შვილების ფრონტის წინა ხაზზე გაგზავნა. მართალია, შენ მუდმივად მათ გვერდით ხარ, მაგრამ მაინც, ეს დიდი პასუხისმგებლობაა. რომ ვთქვა, რომ ღამით ვიძინებდი, ტყუილი იქნება. თუ ჩავთვლემდი 15–20 წუთი, ისიც მჯდომარე მდგომარეობაში“, – განაცხადა რატიანმა.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენისთანავე კლინიკა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე  გადავიდა – ექიმები ბრიგადებად დაიყვნენ და ორკვირიანი ვადით მორიგეობენ, ცვლიან ერთმანეთს. 

COVID-19-თან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ოფიციალური წარმომადგენელი, მოსკოვის №71 კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი ალექსანდრ მიასნიკოვი. - Sputnik საქართველო
ბრძოლა კორონავირუსთან: კარანტინის შედეგები და დსთ-ის ქვეყნების გამოცდილება

„მე ტელეფონის ნომრების სია მქონდა, თითოეულ მათგანს ვურეკავდი და ვეკითხებოდი: „სიცხე ხომ არ გაქვს, როგორ ხარ“. მიუხედავად დაცვისა, მედპერსონალი დაინფიცირდა და ეს კოშმარი იყო. მე ბევრ იტალიელ კოლეგას ვიცნობ, ბევრი მათგანი დაინფიცირდა და, სამწუხაროდ, გარდაიცვალა... ახლა თითქოს საუბარი ადვილია, რომ ჩვენთან მსგავსი რამ არ მომხდარა და არ გადაგვიტანია, მაგრამ, ღმერთმა ნუ ქნას, ვინმემ ის გამოსცადოს, რაც მე ამ სამი თვის განმავლობაში გადავიტანე“, – განაცხადა რატიანმა.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, რომელსაც ლევან რატიანი ხელმძღვანელობს, ამ დროისათვის კორონავირუსის დიაგნოზით ცხრა პაციენტია მოთავსებული, აქედან სამი შემთხვევა დადასტურებულია. რეანიმაციულ განყოფილებაში ერთი პაციენტი იმყოფება, თუმცა ასეთი ვითარება კლინიკაში ყოველთვის არ ყოფილა, უარესი მდგომარეობა იყო.

გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები ორით გაიზარდა და 796-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 634, გარდაიცვალა 12 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0