მოსაზრება: რაში სჭირდება რუსეთს სამხედრო ბაზების გაფართოება სირიაში

© photo: Sputnik / Mikhail Alaeddin / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის სამხედრო პოლიცია სირიაში
რუსეთის სამხედრო პოლიცია სირიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სირიაში სამხედრო ბაზების გაზრდით რუსეთი საკუთარ საერთაშორისო პოზიციებს იმყარებს და ხმელთაშუა ზღვისპირეთსა და ახლო აღმოსავლეთზე კონსტრუქციულ გავლენას აფართოებს.

ალექსანდრ ხროლენკო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 29 მაისს რუსეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს დაავალა, მოელაპარაკონ სირიის წარმომადგენლებს რუსული ბაზებისთვის დამატებითი უძრავი ქონებისა და აკვატორიების გადაცემის თაობაზე. შეთანხმების მიღწევის შემდეგ უწყებებმა სირიის მხარესთან ხელი უნდა მოაწერონ მას რუსეთის ფედერაციის სახელით.  ეს არის არა იმპულსური გადაწყვეტილება, არამედ გამოცდილი სტრატეგიისა და ტაქტიკის განვითარების გაგრძელება – ვითარებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად. 

არმატა - Sputnik საქართველო
მოსაზრება: რატომ ცდიან სირიაში რუსულ ტანკ „არმატას“

პასუხობს რა დროის გამოწვევებს, რუსეთს აუცილებლად ესაჭიროება სამხედრო-პოლიტიკური გავლენის გაძლიერება ხმელთაშუა ზღვისპირეთსა და ახლო აღმოსავლეთში და ასევე სამხედრო კონტინგენტის ათობით წლის განმავლობაში შენარჩუნება სირიაში, უპირველესად, საერთაშორისო სტაბილურობის მხარდასაჭერად. დღეს, ირანის ჯარების უდიდესი ნაწილის გაყვანისა და ლიბანური ჰესბოლას შინ დაბრუნების შემდეგ, რუსული დაჯგუფება ერთადერთ უცხოურ ძალად რჩება, რომელიც წარმატებით და ლეგიტიმურად ებრძვის სირიაში ტერორისტულ ორგანიზაციებს. ტაქტიკური კუთხით, რუსული სამხედრო ობიექტების ტერიტორიული გაფართოება აუცილებელია უსაფრთხოების პერიმეტრის საიმედო დაცვისთვის ტარტუსში, ჰმეიმსა და, შესაძლოა, სხვა წერტილებშიც.

სირიაში ორი მსხვილი რუსული სამხედრო ობიექტი მოქმედებს — ჰმეიმის ავიაბაზა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის პუნქტი ტარტუსში. შეგახსენებთ: დამასკის ოფიციალური თხოვნით, 2015 წლის სექტემბერში ჰმეიმში შეიქმნა რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების საავიაციო ჯგუფი და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყო. მოგვიანებით, 2017 წელს მოსკოვმა და დამასკმა ხელი მოაწერეს კიდევ ერთ დოკუმენტს, რომლის თანახმადაც ტარტუსში 11 რუსულ ხომალდს შეეძლო ბაზირება. გარდა ამისა, მოიაზრება პორტის ხომალდ-სარემონტო შესაძლებლობების გაფართოებაც.

რეგიონული სტაბილურობა

თქმა არ უნდა, სირია იწონებს რუსეთის სამხედრო გაფართოებას საკუთარ ტერიტორიაზე — ხმელეთსა და ზღვაზე. თანაც იმდენად ღიად და მტკიცედ, რომ დასავლეთის ცალკეული მცდელობები, გაუფუჭოს რუსეთს რეპუტაცია დეზინფორმაციით, თითქოს დამასკსა და მოსკოვს შორის რაღაც განხეთქილება არსებობს სამხედრო და სამხედრო–ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში, აშკარად საცოდავად გამოიყურება. 

აშშ პანდემიას სირიაში ბოევიკების დასახმარებლად იყენებს - Sputnik საქართველო
აშშ პანდემიას სირიის წინააღმდეგ იყენებს - ვიდეო

რუსეთისა და სირიის ურთიერთქმედება — ეს არის გზა მშვიდობისა და სტაბილურობისკენ ცხოვრების ყველა სფეროში. ეს კარგად ესმით რეგიონულ მოთამაშეებს. მეორე მხრივ, ხმელთაშუა ზღვისპირეთში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მე-6 ფლოტის ყოფნა და სირიის ნავთობმომპოვებელი ზოგი რაიონის ოკუპაცია (გაეროსა და არაბული რესპუბლიკის რაიმე სანქციის გარეშე) არის მრავალწლიანი სამხედრო-პოლიტიკური ტურბულენტობისა და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საფრთხის წყარო. 

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 1 ივნისს აშშ-ის საჰაერო დაზვერვას რუსული სამხედრო ობიექტების სიახლოვეს აგრესიული და რუსეთთან მოლაპარაკებების საწინააღმდეგო უწოდა. და მაინც, ამერიკელებსა და სხვა „პარტნიორებს“ რაღაც დროის წინ გაუჩნდათ დაუსჯელობის შეგრძნება ახლო აღმოსავლეთსა და ხმელთაშუა ზღვაში — იშვითად თუ ჩაივლის კვირა ისე, რომ რუსულმა გამანადგურებლებმა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მე-6 ფლოტის მზვერავი თვითმფრინავები არ ჩაიჭირონ. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, მაისში ასეთი 17 ეპიზოდი მოხდა. ყველა შემთხვევაში რუსული ავიაციის გაფრენები საჰაერო სივრცის გამოყენების შესახებ საერთაშორისო წესების შესაბამისად ხორციელდება — გამანადგურებელ Су-35-ის მანევრები მხოლოდ მიანიშნებენ ამერიკულ მზვერავ თვითმფრინავებს, საით არ უნდა გაფრინდნენ.

მსოფლიოში ფართოდ გახმაურდა ეპიზოდი, როდესაც ბრიტანულმა წყალქვეშა ნავმა სირიის ტერიტორიაზე ფრთოსანი რაკეტებით შეტევა სცადა, თუმცა ამის გაკეთება ვერ შეძლო, ვინაიდან რუსულმა სუბმარინებმა აიძულეს მას მანევრირება, ბოლოს კი საერთოდაც აიძულეს, გასულიყო პოზიციური რაიონიდან. 

აღლუმი მოსკოვში - Sputnik საქართველო
რუსეთმა უახლესი ჰაუბიცის გამოცდა დაიწყო: უფრო მობილური და მძლავრი

შეეხო რა სირიის პრობლემატიკას, აშშ-ის სპეცწარმომადგენელმა სირიის საკითხებში ჯეიმს ჯეფრიმ ამ დღეებში განაცხადა: „ჩემი ამოცანაა, ვაქციო ის ჭაობად რუსეთისთვის“.

რუსეთის მრავალმხრივი მონაწილეობით სირიის დარეგულირების ოთხწლიანი პოზიტიური დინამიკის გათვალისწინებით, „დაჭაობების“ ამოცანა ნამდვილად ვერ შესრულდება ხილულ პერსპექტივაში. მოსკოვის სამომავლო გეგმები უკიდურესად ნათელია. პრეზიდენტმა პუტინმა მანამდე განაცხადა:

„ჩვენ იქ ვართ იმისთვის, რომ დავიცვათ საკუთარი ინტერესები ამ რეგიონში. სამხედროები იქ დარჩებიან მანამ, სანამ ეს ჩვენს ინტერესებში იქნება“.

ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ უახლოეს 50 წელიწადში რუსული ჯარების გამოყვანა არ იგეგმება, ხოლო სირიის საოპერაციო სივრცის გაფართოება რუსეთს საშუალებას მისცემს, უფრო ეფექტური რეაგირება მოახდინოს რეგიონში ვითარების ცვლილებაზე.

ახალი იარაღი

რა თქმა უნდა, სირია რუსული იარაღის გამოსაცდელი პოლიგონი არ არის, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ სწორედ სირიული ოპერაციების დროს მოხერხდა მოწინავე ნიმუშების გამოცდა.

სირიის სამხედრო მოქმედებების თეატრში პირველად გამოიყენეს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ფრთოსანი რაკეტები „კალიბრი“, წყალზედა ხომალდები და სუბმარინები. 

რუსეტის სამხედრო საზღვაო ფლოტის ხომალდები - Sputnik საქართველო
„პოსეიდონის გამოცდა“: მზადდება უპილოტო ტორპედოს პირველი გაშვება

რუსეთის შორეულმა ავიაციამ ასევე პირველად გამოიყენა ტერორისტების წინააღმდეგ უახლესი ზეზუსტი სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტები Х-101, რომელთა ფრენის სიშორე 5000 კილომეტრია. სამხედრო ძლიერების ეს დემონსტრაცია არის მკაფიო სიგნალი არაკეთილისმსურველებისთვის.

სირიის არაბულ რესპუბლიკაში დამტკიცდა ბომდამშენ Су-34-ის მაღალი ეფექტურობა. წარმატებით გაიარეს გამოცდა საბრძოლო პირობებში მეხუთე თაობის მძემე მრავალმიზნობრივმა გამანადგურებელმა Су-57-მა, უახლესმა ტანკმა Т-14 „არმატამ“, რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემებმა და კიდევ ბევრმა სხვამ.

უახლესი რუსული შეიარაღები სირიაში პრაქტიკული გამოყენება კანონზომიერად იწვევს პოტენციური უცხოელი მყიდველების ინტერესს: სულ უფრო იზრდება რიგი ბომბდამშენ Су-34-ის შესაძენად. ეგვიპტესთან, ინდოეთთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებების შემდეგ მოსკოვმა წინასწარი განაცხადები მიიღო Т-14 „არმატას“ შესყიდვაზე. შესაძლოა სირიის ოპერაცია საბოლო ჯამში არა მარტო ურთიერთსასარგებლო გამოდგეს მოსკოვისა და დამასკისთვის, არამედ მომგებიანიც.

და კიდევ ერთი ფასდაუდებელი შენაძენი რუსეთისთვის: საბრძოლო მოქმედებებში რუსულმა ჯარებმა უნიკალური გამოცდილება მიიღეს, რასაც ისინი ვერანაირი სწავლების დროს ვერ მიიღებდნენ.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

ყველა ახალი ამბავი
0