მარინა ეზუგბაია: „კორონავირუსის შემთხვევები ე.წ. საბურთალოს კლასტერს უკავშირდება“

© Sputnik / STRINGERთბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ინფექციურ სავადმყოფოში  ახალი კორონავირუსის დიაგნოზით ამ ეტაპზე 58 პაციენტი რჩება, განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგბაია „კორონავირუსის შემთხვევები ე.წ. საბურთალოს კლასტერს უკავშირდება“
„გუშინ შემოვიდა სამი დადასტურებული შემთხვევა და ერთი შესაძლო, მაგრამ ეს ერთი ოჯახია და დიდი ალბათობით ესეც დადასტურებული იქნება . ჩავთვალოთ , რომ ოთხი დადასტურებული შემთხვეაა და ისინი საბურთალოს წყაროსთან კონტაქტში მყოფი პირები არიან. ამ ეტაპზე ჩვენთან წევს 58 ადამიანი დადასტურებული შემთხვევით. გამოჯანმრთელებული მხოლოდ ერთი გვყავდა გუშინ, დღეს გრძელდება მონიტორინგი. თითქმის სამჯერ ნაკლებია უკვე მკურნალობაზე მყოფი პაციენტები გამოჯანმრთელებულებთან შედარებით“ -აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი 796 ადამიანს დაუდგინდა. ,გამოჯანმრთელდა 634 ადამიანი, გარდაიცვალა – 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2508, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 300 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0