პუტინმა რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრის თარიღი დაამტკიცა

© photo: Sputnik / Alexey Nikolsky / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პანდემიის პირობებში უკონტაქტო პრინციპის დაცვის მიზნით რუსეთში კენჭისყრის ჩატარების წესში ცვლილებები შეიტანა

თბილისი, 1 ივნისი - Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც დაამტკიცა რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაში ცვლილებების მოწონების საკითხზე სრულიად რუსეთის მასშტაბით კენჭისყრის ჩატარების თარიღი, იუწყება კრემლის პრესსამსახური.

2020 წლის იანვარში რუსეთის ლიდერმა ფედერალურ კრებას შესთავაზა კონსტიტუციაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა, რომლებიც სახელმწიფო დუმამ მოიწონა. პუტინის წინადადებით, შესწორებები ძალაში შევა მხოლოდ სრულიად რუსეთის მასშტაბით კენჭისყრის სპეციალური პროცედურით (რომლის ანალოგიც რუსეთში ადრე არ ყოფილა) ჩატარების შედეგად.

„რუსეთის კონსტიტუციაში ცვლილებების მიღების თაობაზე კენჭისყრას სრულიად რუსეთის მასშტაბით 2020 წლის 1 ივლისს ჩავატარებთ“, - განაცხადა პუტინმა კონსტიტუციის შეცვლის საკითხთა სამუშაო ჯგუფის წევრებთან თათბირზე. ამასთან მან დასძინა, რომ რუსეთის ელექტორატის იმედი აქვს.
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
როდის ჩატარდება რეფერენდუმი რუსეთის კონსტიტუციის ცვლილებებზე: პუტინმა ბრძანებულება გამოსცა

„რასაკვირველია, მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, რათა აქტიური მონაწილეობა მიიღონ კენჭისყრაში, ვინაიდან საუბარია ჩვენს ძირითად კანონზე - კონსტიტუციაზე, რომელსაც ეფუძნება ჩვენი ქვეყნის ცხოვრება, ჩვენი და ჩვენი შვილების ცხოვრება დღეს, რომელიც განსაზღვრავს ძირითად სამართლებრივ გარანტიებს, ძირითად იურიდიულ გარანტიებს სოციალური ურთიერთობების სფეროში, შრომითი ურთიერთობების სფეროში, განსაზღვრავს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის პრინციპებს“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა სხდომაზე.

„ცვალებადი ვითარებისა და კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებული გაუმჯობესებული სიტუაციის ფონზე ეპიდემიასთან ბრძოლაში შესაძლებლობა გვაქვს, მომდევნო 30 დღის განმავლობაში - მთელი ერთი თვეა წინ - გადავდგათ დამატებითი ნაბიჯები სიტუაციის გამოსასწორებლად“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მან მიმართა ასევე რეგიონების ხელმძღვანელებს კენჭისყრის ორგანიზებაში დახმარების თხოვნით, გამომდინარე ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვის აუცილებლობიდან.

ყველა ახალი ამბავი
0