მთვარის კალენდარი: რჩევები 1 ივნისისთვის

© Pixabay / Larisa-Kმოციმციმე ხე მთვარის ფონზე
მოციმციმე ხე მთვარის ფონზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთვარის თითოეული დღე ზოდიაქოს რომელიმე ნიშანს უკავშირდება. გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

1 ივნისი, ორშაბათი. ამ დღეს მთვარე მართავს. მზარდი მთვარე სასწორის ნიშანშია.

მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

კარგი დღეა ურთიერთობების, ახალი ნაცნობობისთვის. კარგად ჩაივლის მუშაობა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებრივ ან პარტნიორულ ურთიერთობებთან. ხელსაყრელი დღეა საქმიანი ურთერთობებისთვის, თუმცა, არაა გამორიცხული, რომ გადაწყვეტილების მიღება გართულდეს. სჯობს, არ წამოიწყოთ მნიშვნელოვანი ახალი საქმე, არამედ დაასრულოთ ადრე დაწყებული.

კარგი დღეა მხატვრების, ხელოვნებათმცოდნეების, ასევე იურისტების, სოციოლოგების, ფსიქოლოგ–კონსულტანტებისთვის.

არასასურველი დროა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: სასწორის ნიშანი თქვენი თმის ზოგად მდგომარეობას არ შეცვლის. შეჭრის შემდეგ თმა სწრაფად გაიზრდება, მაგრამ ვარცხნილობას ნაკლებად დაექვემდებარება. თმის ფერის კარდინალურად შეცვლა არ ღირს, რადგან საბოლოო შედეგი, დიდი ალბათობით, თქვენს მოლოდინს არ გაამართლებს.

მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის ივნისი>>

მებაღეობა: ნაყოფიერი დღეა ბაღში მუშაობისთვის. შეიძლება ხეების, ბუჩქების, ყვავილების დარგვა, სასუქის მიცემა, სამკურნალო მცენარეების შეგროვება. არასასურველი დღეა მორწყვისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0