თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. ახალგაზრდა ქალმა, ორი შვილის დედამ თავი მოიკლა, სავარაუდოდ, იმის გამო, რომ ქმარმა სმარტფონის ყიდვაზე უარი უთხრა, იუწყება გამოცემა The Nations.
გავრცელებუილი ინფორმაციით, ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში მცხოვრებ 29 წლის ჯიოტის სმარტფონი შვილებისთვის სჭირდებოდა, რათა მათ კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე დაწესებულ ონლაინ–გაკვეთილებში ჩართვის საშუალება ჰქონოდათ.
ირკვევა, რომ ქმარმა უარი უთხრა მეუღლეს გაჯეტის შეძენაზე, რის შემდეგაც ქალმა თავი დაიწვა.
პოლიციის თანამშრომლების განცხადებით, რომლებმაც გადაიყვანეს ქალი საავადმყოფოში, ჯიოტის სხეულის 90% ჰქონდა დამწვარი და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ამ დროისათვის მიმდინარეობს ინციდენტის გამოძიება.