თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. საქართველოში თბილი და ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი – ქვეყნის უმეტეს რაიონებში უახლოეს დღეებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი და სეტყვა, იუწყება გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო.
„საქართველოში 1–5 ივნისს სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. 3-4 ივნისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში პლუს 24–29, აღმოსავლეთ საქართველოში კი პლუს 29–34 გრადუსია მოსალოდნელი“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს დედაქალაქში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით – 3 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 4 ივნისის ჩათვლით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა პლუს 30–32 გრადუსი იქნება.