გიორგი გახარიამ და ვახტანგ გომელაურმა დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკეს

© photo: Sputnik / The First Channel შსს-ს შენობა
შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ხსოვნას

თბილისი, 31 მაისი - Sputnik. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად, პოლიციის დღესთან დაკავშირებით, სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მემორიალი სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარეობს.

„ცერემონია საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ხსოვნას.

პოლიციელის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით, სამინისტროს 5 ათასამდე თანამშრომელს სხვადასხვა სახის ჯილდო გადაეცა.

პოლიციის დღე, რომელიც 2010 წელს დაარსდა, ბოლო წლებში 31 მაისს აღინიშნება.

ყველა ახალი ამბავი
0