დედოფლისწყაროში სატვირთოს მძღოლს კორონავირუსი დაუდგინდა - კახეთი „მწვანე ზონა“ აღარ არის

© AFP 2024 / PHILIP FONGტესტი კორონავირუსზე
ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინფორმაციას ადასტურებენ მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში. პაციენტს PCR ტექსტი უკვე ჩაუტარეს, პასუხი დადებითი აღმოჩნდა

თბილისი, 31 მაისი - Sputnik. კახეთის რეგიონში, კერძოდ კი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა.

ვირუსი საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლს აღმოაჩნდა, რომელიც 22 მაისს რუსეთიდან ჩამოვიდა, ის საქართველოში დაბრუნებისთანავე თვითიზოლაციაში იყო. მას რუსეთიდან გამოჰყვა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის მკვიდრი, რომელსაც კორონავირუსი ჩამოსვლისთანავე დაუდგინდა, რის შესახებაც მძღოლმა არაფერი იცოდა.

„ეს პიროვნება არის ტრაილერის მძღოლი, ჩვენი მკვიდრია, ცხოვრობს ქალაქ დედოფლისწყაროში. მოსკოვში იყო და მოსკოვიდან მოდიოდა. 22-ში არის საქართველოში ჩამოსული. გზად რომ მოდიოდა, ჩვენი რაიონის სოფელ ოზაანის მცხოვრები წამოიყვანა, რომელიც იყო მოსკოვში. როდესაც გადმოკვეთეს საზღვარი, მგზავრი ჩამოსვეს, კარანტინში გადაიყვანეს, გაუკეთეს სწრაფი ტესტი და აღმოჩნდა დადებითი. შემდეგ ჩაუტარდა მეორე ანალიზი უკვე PCR-ზე. იქაც დაუდასტურდა კორონავირუსი ოზაანელ პირს. ტრაილერის მძღოლმა არ იცოდა, რომ ოზაანელს დაუდასტურდა კორონავირუსი, იმყოფებოდა თვითიზოლაციაში“, – განაცხადა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა, მარიეტა გონაშვილმა.
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - საბურთალოს კლასტერი ფართოვდება

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირების 783 დადასტურებული  შემთხვევაა. გამოჯანმრთელდა 605 ადამიანი, გარდაიცვალა – 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3031, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 262 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის. საქართველოში დღეს კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ასეთი ნახტომისებური ზრდა მკაცრი შეზღუდვების მოხსნას უკავშირდება.

ყველა ახალი ამბავი
0