ნათია ფანჯიკიძე: მოზარდის პროტესტი პირსინგი გაიკეთოს ან ტატუ ფიზიკურ მოთხოვნამდეა აყვანილი

© photo: Natia Panjikidze / FBნათია ფანჯიკიძე
ნათია ფანჯიკიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნათია ფანჯიკიძე საუბრობს მოზარდის ფსიქოლოგიურ პრობლემებზე, რომელიც მას გარკვეულ სიტუაციებში უჩნდება ხოლმე.
ნათია ფანჯიკიძე: მოზარდის პროტესტი პირსინგი გაიკეთოს ან ტატუ ფიზიკურ მოთხოვნამდეა აყვანილი
„მოზარდის გარეგნული ექსტრავაგანტულობა თუ ექსპერიმენტი როგორ ჩაიცვას და როგორ მოირგოს საკუთარი გარეგნობა- ეს მისი გარეგნული იდენტობის მთავარი და საკმაოდ მტკივნეული ნაბიჯებია. საქმე ისაა, რომ ჩვენ დიდობაშიც გაგვყევა ხოლმე საკუთარ თავთან დისჰარმონია. როცა ფოტოსურათზე გვებნებიან: რა მშვენიერი ხარ, ჩვენ ვკითხულობთ: ნუთუ ასეა თუ აქ მართლა მშვენიერი ვარ?“- აღნიშნავს ნათია ფანჯიკიძე სატელევიზიო გადაცემაში.

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ამბობს: „ავიღოთ სარკეში საკუთარი ანარეკლის აღქმა, ჩვენ მის ანარეკლშიც ვერ აღვიქვამთ ისე თავს როგორებიც ვართ სივრცეში და სხვებთან კონტაქტი დროს. ისეთი ექსპერიმენტის დროს, რომ როგორმე მოვიწონოთ და შევიყვაროთ ჩვენი თავი ამ ასაკში, უცებ მშობლისგან მოდის ხოლმე ძალიან დიდი წინააღმდეგობა. ეს გამოიხატება მათ სიტყვებში: გარეთ ასე არ გახვიდე, ხალხი რას იტყვის. ასეთი წინააღმდეგობა მშობლებისგან უდიდესი შეცდომაა, რადგან აუცილებელია, რომ მოზარდმა თამამი ექსპრეიმენტი დაიწყოს თუ როგორ ჩაიცვას და როგორ მოიქცეს.“

ყველა ახალი ამბავი
0