ეკა ხოფერია ამბობს, რომ წლების წინ ის 100 კილოგრამს იწონიდა და ანანო ლევიძეზე ფეხმძიმობას მალავდა. საკუთარი სხეული არ მოსწონდა და დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა ფორმების დასაბრუნებლად. წარმოუდგენელია, თუმცა ფაქტია- ეკა ხოფერიას აღნიშნული წონა არ ეტყობოდა. ჟურნალისტ ეკა ხოფერიას ანანო ლევიძე პირველი ქორწინებიდან ჰყავს.
ტელეწამყვანი მეორედ ექიმ მიშა ხუჯაძეზე წლების წინ დაქორწინდა და ისინი საფრანგეთში ცხოვრობდნენ. ეკა იხსენებს, რომ ანანოს მამინაცვლის მიმართ ეჭვიანობა გაუჩნდა, მაგრამ მიშას გულწრფელობამ და სიკეთემ ყველაფერი შეცვალა. ახლა გოგონა და დედის ახალი რჩეული მეგობრები არიან. ეკა ხოფერია ქალიშვილის საუკეთესო მეგობარია. ანანოს მეგობრები კი, ეკას ერთგულები არიან. შესაბამისად, ჟურნალ „სითის“ რედაქტორს თანამედროვეობა განსაკუთრებულად ეტყობა. აღნიშნულ ვიდეოზე კი, მისი თავისუფალი მოძრაობები თაყვანისმცემლების ყურადღების ცენტრში მოექცა. „კარანტინის დასასრულს“,- ასე დაასათაურა მან ვიდეო.
ეკა ხოფერია და მისი მეუღლე მიშა ხუჯაძე 12 წელია, რაც ერთად ცხოვრობენ. წარმატებული ჟურნალისტის მეუღლე პროფესიით ექიმია. გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, წყვილი სამ შვილთან ერთად ინტენსიურ ურთიერთობასა და საოჯახო ვითარებაში დროის გატარებას ყოველთვის ახერხებს. ეკა ხოფერიასა და მიშა ხუჯაძეს ორი საერთო ვაჟი ჰყავთ. ისინი საქართველოს შიდა ტურიზმის დასახმარებლად კახეთს სამ შვილთან ერთად ესტუმრნენ. ცნობილმა ჟურნალისტმა ერთად ერთი ქალიშვილი ანანო ლევიძე საგანგებოდ ესპანეთიდან საქართველოში დააბრუნა. მათ მოგზაურობა ერთად დაიწყეს.