Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

შორენა ბეგაშვილი საკუთარ საძინებელში სექსუალური ღამის პერანგით პოზირებს – ვიდეო

© courtesy of Shorena Begashviliშორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსახიობმა ფეშენებელური საძინებლიდან უახლესი ვიდეო გამოაქვეყნა. ნახეთ, როგორ გამოიყურება სექს-სიმბოლო სახლის პირობებში.

შორენა ბეგაშვილის ექსტრავაგანტული და თამამი ცხოვრება ბევრი ადამიანისთვის მიუღებელი იყო. ვარსკვლავი არაერთხელ აღმოჩნდა კრიტიკის ქარცეცხლში. მისი ცხოვრება ბაგრატიონების შთამომავალთან ფარულმა ურთიერთობამ უფრო მეტად არია. თუმცა, ამ ფაქტის შემდეგ ბეგაშვილი მეტად საინტერესო და განსახილველ პერსონადაც იქცა. თვითიზოლაციის პირობებში სექს-სიმბოლო გარეთ მხოლოდ სამსახურის გამო ჩნდება. მისმა დღის რუტინამ სახლში გადაინაცვლა. რით ერთობა შორენა სახლის პირობებში? ქალიშვილი, ძაღლი, გადაღებები, კომპანიებში ახალი იდეების განხილვა – შორენა ბეგაშვილის ყოველდღიურობა შემსუბუქდა.

ცეცხლოვანი მსახიობი ქალაქ რუსთავში დაიბადა და გაიზარდა. დაოჯახებისა და გაყრის შემდეგ ქალიშვილთან ევასთან ერთად საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. ცნობილ ქართველ მსახიობს მამა წლების წინ გარდაეცვალა, დედასთან კი საუკეთესო ურთიერთობა აკავშირებს. შორენა ინტერვიუებში აღნიშნავს, რომ დედის გახსენებაზე გული სითბოთი ევსება და ის ერთადერთი ადამიანია, რომელიც ცხოვრების ყველა სირთულისას გვერდში უდგას. ქალს ტელეეკრანებზე გამოჩენა არ უყვარს, მაგრამ შორენას ერთ-ერთ იუბილეზე მისმა გამოჩენამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია და ფოტოგრაფების ობიექტივში მოექცა. შორენას ევას მიმართ ისეთი დამოკიდებულება შეექმნა, როგორსაც ბავშვობიდან დედისგან იყო მიჩვეული.

View this post on Instagram

A post shared by Shorena Begashvili (@shorenabegashviliofficial) on

შორენას ერთგული თაყვანისმცემლები ბიზნესმენ ირაკლი ნანაძესთან დაშორების შემდეგ მეტად გააქტიურდნენ. ტელეწამყვანს უზარმაზარი თაიგული მიართვეს. უცნაური და განსაკუთრებული იყო, როცა სახლის სადარბაზოში სამმა მამაკაცმა ყვავილებით გალამაზებული ყუთი ძლივს შეიტანა. შორენამ, თავის მხრივ, თაიგულთან ულამაზესი სურათი სამახსოვროდ გადაიღო და დააწერა - „ერთი კარი იხურება, მეორე კი იღება“. ტელესახე საკუთარ სახლში დიდ დროს ატარებს. ევა მეგობრებთან ერთად ნებივრობს, ხოლო შორენა თავს უვლის, ამის ამსახველ ვიდეოებს კი სოციალურ ქსელში აქტიურად აქვეყნებს. უკანასკნელმა ვიდეომ სექს-სიმბოლო სხვა რაკურსით წარმოაჩინა. მისი ნაზი მანერები ეკრანებს მიგაჯაჭვებთ.

ყველა ახალი ამბავი
0