Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნინა სუბლატის ოჯახის წევრს კორონავირუსი დაუდგინდა – როგორ გრძნობს თავს ორსული მომღერალი?

© Facebook / Nina Sublattiნინა სუბლატი
ნინა სუბლატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინა სუბლატი 21 დღის მანძილზე საკარანტინო ზონაში იმყოფებოდა. როგორ გრძნობს თავს ორსული და ოჯახის რომელ წევრს დაუდგინდა კორონავირუსი?

ნინა სუბლატმა კორონავირუსით ინფიცირება, ფაქტობრივად, საკუთარ თავზე გამოსცადა. 7 თვის ორსულმა პანდემია დიდი სირთულეებით გადაიტანა. მან ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „იმედის დღის“ ერთ-ერთ რუბრიკაში გულახდილად ისაუბრა. გადაცემაში „წესები მშობლებისთვის“ ნინამ აღნიშნა, რომ მიუხედავად ყველა სირთულისა, ძველებურად თავს იოგითა და სხვადასხვა თემატიკის წიგნით იმშვიდებდა. აი, რას ჰყვება მუსიკოსი: „საქართველოში კორონა რომ შემოვიდა, საუბედუროდ, ჩემი ოჯახის ძალიან ახლო წევრი დაინფიცირდა. ისე მოხდა, რომ ამ ადამიანთან უშუალო კონტაქტი გვქონდა და რამდენჯერმე ნანახიც გვყავდა. დაახლოებით 21 დღე კარანტინში ვიყავით. რა თქმა უნდა, ოჯახის წევრი იყო და მუდამ ვინტერესდებოდით როგორ არის, მაგრამ საკუთარი მდგომარეობისაც მეშინოდა და ვკითხულობდი, ვინტერესდებოდი – მე რომ დამემართოს, რისი გაკეთება შეიძლება?“

ნინა სუბლატის არაორდინარულ და უჩვეულო იმიჯზე მისი კარიერის დასაწყისიდან აქტიურად საუბრობენ. მომღერალმა გაამხილა, რომ ის ფსევდონიმს ატარებს. მისი ნამდვილი გვარი სულაბერიძეა. „საქართველოს ვარსკვლავით“ დაწყებულმა კარიერამ არტისტი ჟიურის წევრობამდე მიიყვანა. ცნობილი სახე დიდ ყურადღებას არა მხოლოდ ორიგინალური იმიჯით, არამედ ცხოვრების სტილითაც იქცევს, დახვეწილი მანერებითა და გაწონასწორებული საუბრით. 24 წლის მომღერალმა ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო.

View this post on Instagram

😇

A post shared by Nina Sublatti (@ninasublatti) on

ახლა ბუნებასთან სიახლოვეს ეძებს და მუზაც სწორედ აქ მოსდის. ნინა სუბლატი დაოჯახებულია. მისი რჩეული ცნობილი მუსიკოსი გიორგი შამანაურია. ისინი ახალ სიმღერებზე ერთად მუშაობენ. „შამანისა და ჯადოქრის შერწყმული შვილი“, – წერს ნინა საკუთარ გვერდზე. მშვენიერ ცისფერთვალება მომღერალს მუცელი უჩანს. როგორც ყველა ორსული, ნინა სუბლატიც არაჩვეულებრივად გამოიყურება.

ყველა ახალი ამბავი
0