„შეწყვიტეთ ჩარევა“: ჩინეთი აშშ-ის წინააღმდეგ ზომების მიღებით იმუქრება

© AP Photo / Ng Han Guanპროტესტი ჰონკონგში
პროტესტი ჰონკონგში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ განაცხადა, რომ ვაშინგტონი სანქციებს დაუწესებს ჩინეთს, თუ მიიჩნევს, რომ ჰონკონგს ჩამორთმეული აქვს მაღალი დონის ავტონომია.

თბილისი, 29 მაისის — Sputnik. ჩინეთის მთავრობა აშშ-ის წინააღმდეგ გამოიყენებს ყველა აუცილებელ კონტრზომას, თუ ამერიკული მხარე ჩინეთისა და მისი სპეციალური ადმინისტრაციული რაიონის — ჰონკონგის საშინაო საქმეებში ჩარევას განაგრძობს, განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჩაო ლიცზიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

„მოვუწოდებთ აშშ-ს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პოლიტიკური მანიპულაციები ჰონკონგის საკითხებში. ჩინეთის ხელისუფლება ეწინააღმდეგება ჰონკონგის საქმეებში უცხოეთის ჩარევას“, — ხაზი გაუსვა ლიცზიანმა.

მანამდე, 24 მაისს აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ო'ბრაიენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი სანქციებს დაუწესებს ჩინეთს, თუ მიიჩნევს, რომ ჰონკონგს ჩამორთმეული აქვს მაღალი დონის ავტონომია. უკვე 27 მაისს კი სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ კონგრესს აცნობა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი აღარ მიიჩნევს ჰონკონგის სტატუსს ავტონომიურად. 

ჩინეთის პრეზიდენტი ცზინპინი პეკინის სამხედრო-ოსამედიცინო მეცნიერებათა აკადემიაში  - Sputnik საქართველო
„უკიდურესად უკმაყოფილო“ პეკინი აშშ-სთვის საპასუხო სანქციების დაწესებას აპირებს

ამის პასუხად სრულიად ჩინეთის წარმომადგენელთა კრებამ 28 მაისს მიიღო გადაწყვეტილება, შეიმუშავოს კანონპროექტი ჰონკონგში ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის თაობაზე. აღნიშნული აქტი, რომელიც, სავარაუდოდ, აგვისტოში იქნება მზად, ითვალისწინებს სასჯელს ისეთი ქმედებებისთვის, რომლებიც ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება. მათ შორისაა სეპარატიზმი, ტერორიზმი, უცხოური ჩარევა ჰონკონგის საქმეებში და სხვ. 

კრების რეზოლუცია უფლებამოსილებას ანიჭებს ჩინეთის პარლამეტის მუდმივმოქმედ კომიტეტს, შეიმუშაოს კანონპროექტი ჰონკონგის საკანონმდებლო საბჭოს გარეშე. დასავლეთის ზოგმა ქვეყანამ და ასევე ჰონკონგის ოპოზიციის მხარდამჭერებმა აღნიშნული გადაწყვეტილება შეაფასეს პრინციპის „ერთი ქვეყანა — ორი სისტემა“ დარღვევად, რომლითაც აქვს კიდეც გარანტირებული ჰონკონგს განსაკუთრებული ავტონომიური სტატუსი.

 

ყველა ახალი ამბავი
0