COVID-19 საქართველოში: პაციენტების 77 პროცენტზე მეტი გამოჯანმრთელდა

© photo: Sputnik / Evgeny Byatov / გადასვლა მედიაბანკშიკოლბები ლაბორატორიაში
კოლბები ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში დღითი დღე იზრდება იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებმაც საშიში ინფექცია COVID-19 დაამარცხეს.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში სამით გაიზარდა, აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.  

განკურნებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება და ამჟამად 576-ს (77,2%) შეადგენს, დაავადებულთა რაოდენობა კი რვით გაიზარდა და ამ დროისათვის 746 ადამიანს შეადგენს. გარდაიცვალა 12 ადამიანი.

კორონავირუსის ტესტები - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ამჟამად საქართველოში COVID-19-ზე 158 პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ამჟამად ინფიცირებულთა რიცხვს დაახლოებით 3,5-ჯერ აღემატება.

კარანტინში იმყოფება 2 966 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში – 250. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისამდე გაგრძელდა.

ყველა ახალი ამბავი
0