Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ლარსზე ჩარჩენილი სომხეთის მოქალაქეები სამშობლოში ავტობუსებით გაემგზავრნენ

© photo : photo: Embassy of Armenia to Georgia / FBსაქართველომ სატრანზიტო დერეფანი დაუშვა სომხეთის მოქალაქეებისთვის
საქართველომ სატრანზიტო დერეფანი დაუშვა სომხეთის მოქალაქეებისთვის - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხეთის 38 მოქალაქე 12 მაისიდან „ლარსის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე რუსული მხრიდან იმყოფებოდნენ: ადამიანები ითხოვდნენ სამშობლოში გამგზავრებას სახმელეთო გზით, რადგან ავიაბილეთის შესაძენად თანხა არ ჰქონდათ

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე რუსული მხრიდან ჩარჩენილი სომხეთის მოქალაქეები და დონის როსტოვში მდებარე სომხეთის გენერალურ საკონსულოში რეგისტრირებული 70 მოქალაქე სამშობლოში გაემგზავრა. ამის შესახებ იუწყება Sputnik-სომხეთი დონის როსტოვში სომხეთის გენერალურ საკონსულოს პრესსამსახურზე დაყრდნობით.

საქართველოსა და სომხეთის დროშები - Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო უწყებამ სომხეთს პირველი რესპუბლიკის დღე მიულოცა

გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის 38 მოქალაქე 12 მაისიდან „ლარსის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე რუსული მხრიდან იმყოფებოდნენ: ადამიანები ითხოვდნენ სამშობლოში გამგზავრებას სახმელეთო გზით, რადგან ავიაბილეთის შესაძენად თანხა არ ჰქონდათ. ამ პერიოდის განმავლობაში მათ სურსათით და გასათევით ეხმარებოდნენ როგორც რუსი მესაზღვრეები, ისე ადგილობრივი სომხები.

სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეების გადაყვანა განხორციელდა 28 მაისს, სომხეთის მთავრობის მიერ გამოგზავნილი სამი ავტობუსით.

„აღვნიშნავთ, რომ სომხეთის მოქალაქეების გადაყვანა საგამონაკლისო წესით განხორციელდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოში უცხოეთ ქვეყნების მოქალაქეების შესვლა, მათ შორის „ზემო ლარსის“ საკონტროლო პუნქტის გავლით, კვლავ აკრძალულია“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში მარტიდან უცხოელების შემოსვლა აკრძალულია. აკრძალვა არ ვრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე. „ყაზბეგი“ – „ზემო ლარსის“ სასაზღვრო გადასასვლელი - ერთადერთი მოქმედი სახმელეთო გზაა, რომელიც სომხეთს და რუსეთს აკავშირებს.

ყველა ახალი ამბავი
0