Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ერთ დღეში აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 191 შემთხვევა გამოვლინდა

© photo: Sputnik / Grigory Sysoev / გადასვლა მედიაბანკშიტესტირება კორონავირუსზე
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თებერვლის ბოლოდან აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 4759 ფაქტია გამოვლენილი, 3022 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 56 პაციენტი გარდაიცვალა

თბილისი, 28 მაისი - Sputnik. აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსული ინფექციის 191 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 125-მა პაციენტმა მკურნალობა დაასრულა, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.

ასევე კორონავირუსით გარდაიცვალა ორი ადამიანი - 66 და 64 წლის.

საქართველოსა და აზერბაიჯანის დროშები - Sputnik საქართველო
თბილისის ტელეანძა აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდება

თებერვლის ბოლოდან აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 4759 ფაქტი გამოვლინდა, აქედან 3022 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 56 - გარდაიცვალა.

COVID-19-ით ინფიცირებული 1681 პაციენტი საგანგებო რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს. მათგან 53 პაციენტის მდგომარეობას ექიმები აფასებენ, როგორც კრიტიკულს, 62 საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის გამოსავლენად 284 669 ტესტირება ჩატარდა.

ყველა ახალი ამბავი
0