მართლმადიდებელი სამყარო დღეს ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს

© photo: Sputnikსამების ტაძარი
სამების ტაძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამაღლება ქრისტიანული დღესასწაულია, რომელიც აღდგომიდან მეორმოცე დღეს იმართება ქრისტეს ზეცად ამაღლების აღსანიშნავად.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. მაცხოვრის ამაღლება 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთია, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს ზეიმობს. 

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად 10:00 საათზე სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას დაიწყებს.

სრულიად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორე: სიყვარულის გარეშე არაფერი გამოდის, რადგან ღმერთი თვითონ სიყვარულია

სახარების მიხედვით, აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. აღდგომიდან მე-40 დღეს კი გალილეიდან იერუსალიმში დაბრუნებული მოწაფეები ერთ სახლში შეიკრიბნენ, სადაც მათ მაცხოვარი გამოეცხადათ.

ქრისტემ მოწაფეები ბეთანიის მიმართულებით გამოიყვანა, შემდეგ კი ხელები ცისკენ აღაპყრო და შეკრებილები აკურთხა. კურთხევისას თანდათან დასცილდა მათ და ზეცად ამაღლება იწყო, მცირე ხანში კი ღრუბლებში გაუჩინარდა.

ამაღლების დღესასწაულზე ფშავ-ხევსურეთის, თუშეთის, მთიულეთ-გუდამაყრის, ჯავახეთისა და საქართველოს სხვა მხარეთა სოფლების მცხოვრებლებს სალოცავებში შესაწირი მიჰქონდათ და შესთხოვდნენ ადამიანისა და ოჯახის კეთილდღეობას, საქონლის გამრავლებასა და ბარაქიანობას.

ყველა ახალი ამბავი
0