წვიმა, სეტყვა და წყალდიდობა: საქართველოში ამინდი გაუარესდება

© Sputnik / Alex Shlamovწვიმა თბილისში
წვიმა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წვიმიან და საკმაოდ გრილი ამინდს პროგნოზირებენ. მთიან ზონაში შესაძლებელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები განვითარდეს.

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი კვლავ გაუარესდება – ქვეყნის უმეტეს რაიონებში 29–30 მაისს მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, და სეტყვა, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნულის ააგენტოს განცხადებაში.

„მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შტორმი 2-3 ბალს მიაღწევს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ძლიერი ნალექის გამო მთის ზონებში შესაძლებელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები განვითარდეს.

„ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში კი მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0