Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ნებისმიერი „შარლოტა“ ცოლისთვის ისარია გულში...“ – ხატია სიჭინავას სკანდალური განცხადება

© Photo: Khatia Sichinava / FBხატია სიჭინავა და რამაზ ნოზაძე
ხატია სიჭინავა და რამაზ ნოზაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი ცოლის ნეკა დოროყაშვილის გახმაურებულ ამბავს სოციალურ ქსელში რამდენიმე დღეა განიხილავენ.

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა ცნობილი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის სკანდალს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ ცხოვრებაში შეიძლება ყველაფერი მოხდეს, თუმცა საკუთარი შვილების მამას სიბინძურისთვის ვერასდროს გაიმეტებს.

სიჭინავას თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად აისახება ბავშვის ფსიქიკაზე, თუმცა ისიც ესმის, რომ ნებისმიერი „შარლოტა“ ცოლისთვის ისარია გულში. „ცხოვრება გრძელდება და აუცილებლად გამოჩნდება „ნიკოლოზიც“, მთავარია არ გაბოროტდე და დახშული გონებით სისულელე არ ჩაიდინო“, – წერს ხატია სიჭინავა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ ნიკოლოზ ბასილაშვილს 24 მაისს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ნეკა დოროყაშვილი - Sputnik საქართველო
„ცოლი აღარ ყოლია და აბა წავიდა შესევა ბიჭზე...“ – რას წერენ ბასილაშვილზე სოციალურ ქსელებში

ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი მას შემდეგ დააკავეს, რაც ბასილაშვილი და მისი მამა ჩოგბურთელის ყოფილ ცოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილიც.

ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი ერთმანეთს დაახლოებით ერთი წლის წინ დაშორდნენ, თუმცა ამაზე ოფიციალურად არც ერთს არ უსაუბრია.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის უმშვენიერესი საცოლე – ფოტოები სოციალური ქსელიდან

წყვილი ქორწინებაში 2013 წლიდან იმყოფებოდა, მათ 2015 წელს ვაჟი შეეძინათ.

ოჯახური ძალადობა – საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია. კერძოდ, 2019 წელს ოჯახური ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა 4,6 ათას ადამიანს, რომელთა უმეტესობა დაკავებულია. სულ 2019 წელს გამოძიება დაიწყო ოჯახური ძალადობის 6 ათას ფაქტზე, მაშინ, როცა 2018 წელს ეს მაჩვენებელი 5,6 ათასი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0