„ძრავის გარეშე გადააყენა მანქანა...“ – მამა შალვა ღვთაებრივი სასწაულის შესახებ წერს

© FB / Givi Tukhashviliშალვა კეკელია
შალვა კეკელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამა შალვა კეკელია სოციალურ ქსელში საოცარ ისტორიას აქვეყნებს, რომელიც ღმერთის მიერ მოვლენილ სასწაულს ეხება.

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. თბილისის ვაკის ფერიცვალების ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია სოციალურ ქსელში სულის შემძვრელ ისტორიას აქვეყნებს.

როგორც სასულიერო პირი წერს, ისტორია ჯარისკაცს ეხება, რომელიც მორწმუნე ადამიანი იყო და მას გამუდმებით ამცირებდნენ. ერთხელ მისმა კაპიტანმა გადაწყვიტა სამხედრო ნაწილის წინ საჯაროდ დაემცირებინა, მისცა ავტომანქანის გასაღები და უბრძანა ჯიპი ავტოფარეხში დაეყენებინა, რაზეც ჯარისკაცმა მიუგო, რომ მანქანის ტარება არ იცოდა. კაპიტანმა მას უთხრა, რომ დახმარება მისი ყოვლისშემძლე ღმერთისთვის ეთხოვა. ბიჭი ჩაჯდა მანქანაში, ლოცვა დაიწყო და რამდენიმე წუთში მანქანა ავტოფარეხში დააყენა. კაპიტანმა დაინახა, რომ ჯარისკაცები ტიროდნენ და სთხოვდნენ ჯარისკაცს, დახმარებოდნენ რწმენის მიღებაში... 

„ახალგაზრდა ჯარისკაცმა გაიკვირვა და იკითხა, თუ რა მოხდა და რატომ იწამეს მათ უფლის ძალა ასე უცაბედად რამდენიმე წუთში. ატირებულმა კაპიტანმა ჯიპის წინა ნაწილი გახსნა და ახალგაზრდას დაანახა, რომ მანქანას ძრავა არ ეყენა“, – წერს მამა შალვა.
ყველა ახალი ამბავი
0