Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„დავბერდი...“ – ირინა ონაშვილის ემოციური და იმედგაცრუებული საჯარო აღიარება

© courtesy of Irina Onashviliირინა ონაშვილი
ირინა ონაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მგონი დავბერდი“ – ასე იწყება შეუდარებელი მოდელის უახლესი პოსტი. ნახეთ, რატომ გადაწყვიტა ირინამ საჯარო აღსარება და რატომ თვლის თავს დაბერებულად.

ირინა ონაშვილმა სოციალურ ქსელში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. მისი გულშემატკივრები ემოციური პოსტის გარშემო გაერთიანდნენ. უცნობი და ცნობილი სახეები ყველა ერთხმად ირინას გამხნევებასა და პოზიტიურ განწყობაზე დაბრუნებას ცდილობენ. რა მოხდა, რა შეიცვალა ირინა ინაშვილის ცხოვრებაში? ამაზე მისი პოსტის სიტყვები გიპასუხებთ. „კორონას შემდეგ... მე მგონი დავბერდი! არ მომწეროთ ახლა ცალი თვალი რატომ გაქვსო დიდიო ასეთი ვარ! #გავხდი #დავიღალე #აღარმინდაკორონა #აღარმინდასახლში“, – ამ „ჰეშთეგებით“ დაასრულა წინადადება თვითიზოლირებულმა მოდელმა.

View this post on Instagram

ჩემი "კარანტინა" ფოტო☺️

A post shared by Irina Onashvili ✨ (@irinaonashvili) on

მშვენიერი ირინა უკვე მრავალი წელია იმ ქალებს შორისაა, რომელთა სილამაზეს ყველა ერთხმად აღიარებს. კარიერის დასაწყისში მისი გარეგნობა რეჟისორების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა და რამდენიმე სარეკლამო ვიდეორგოლსა და კლიპშიც გადაიღეს. საზოგადოების აღიარება კი „მის საქართველო 2003“-ის ტიტულმა მოუტანა.

View this post on Instagram

🍵

A post shared by Irina Onashvili ✨ (@irinaonashvili) on

აღნიშნული სურათის კომენტარებში კომპლიმენტების ტალღა არ ჩერდება. მის ემოციურ პოსტს და განსაკუთრებით დაბერებას ცნობილი ქართველი ქალბატონები გამოეხმაურნენ: „დედა, შენ თუ ასე გამოიყურები დაღლილზე, წავალ და თავს ჩამოვიკიდებ. საოცრად კარგი ხარ“, – აღნიშნავს ცნობილი ქართველი ბლოგერი სალი წვერავა; „ნეტა არ მატრაკავეცობდე!“, – წერს მომღერალი სალომე ბაკურაძე; „ირი, რა ლამაზი ხარ!“, – ვერ დამალა ემოციები მსახიობმა.

View this post on Instagram

#stopcovid19 #stopcoronavirus⛔️

A post shared by Irina Onashvili ✨ (@irinaonashvili) on

მშვენიერი ირინა ონაშვილი ყურადღებას არა მხოლოდ ვიზუალით, არამედ ინტელექტითაც იწვევს. ცნობილი ქართველი მოდელი სხვადასხვა სფეროში დიდი წარმატებით მოღვაწეობს, მათ შორის, მსოფლიოში ახალ ტენდენციად გავრცელებული „ინფლუენსერების“ სკოლის დამაარსებელია. საქართველოში „ინფლუენსერობა“ სულ ახლახან გაჩნდა და ახლა თითოეული ქართველი სელებრითი ამ საქმიანობით დაკავდა.

View this post on Instagram

#irinaonashvili #model #shooting #lifestyle #fashion @leko_studio

A post shared by Irina Onashvili ✨ (@irinaonashvili) on

34 წლის მოდელი ახალი თაობისთვის დიდი მაგალითია. მისი თვალისმომჭრელი სილამაზე გულგრილს არავის ტოვებს. 16 წლის წინ დაწყებული კარიერა დღემდე წარმატებით გრძელდება. მოდელი საკუთარ გარეგნობაზე ძალიან ზრუნავს. Instagram-ის პირად გვერდზე თავის მოვლის საშუალებებს ხშირად აქვეყნებს და სილამაზის ხრიკებს ქალბატონებს დაუზარებლად უზიარებს.

View this post on Instagram

@timegeorgia 💛#iambeauty #happywomansday

A post shared by Irina Onashvili ✨ (@irinaonashvili) on

ფეხმძიმობის შემდეგ ირინა ონაშვილმა მარტივად დაიკლო. მის გარეგნობაში სოციალური ქსელის ყველაზე კრიტიკული მომხმარებლებიც კი მინუსებს ვერ ხედავენ. ფაქტი ფაქტად რჩება – ირინა ონაშვილის ბუნებრივ სილამაზეს გოლიათი ვაჟის დაბადებაც კი, რომელიც 5 კილომდე იწონიდა, ვერაფერს აკლებს. ბევრმა არ იცის, რომ წარმატებული კარიერის მიუხედავად, ირინა ონაშვილი სამოდელო კარიერაზე არ შეჩერდა. ახლა „მის საქართველოს“ ტიტულის მფლობელი სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებულია.

ყველა ახალი ამბავი
0